„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №132/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №132/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 103/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 17/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017009
103/ნ
17/08/2015
ვებგვერდი, 17/08/2015
430210000.22.022.017009
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №132/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება  №103/ნ

2015 წლის 17 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №132/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №132/ნ  ბრძანების (www.matsne.gov.ge, 09/09/2013, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016652) პირველი მუხლით დამტკიცებულ წესდებაში შეტანილი ქნეს ცვლილება და წესდების:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ე) მედიცინის ფაკულტეტი;“

2. 23-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ოქმს ხელს აწერენ დეკანი და ფაკულტეტის საბჭოს მდივანი. ოქმის ბოლო გვერდზე დაისმება ფაკულტეტის ბეჭედი.“

3. 52-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა, იყოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება სხვა საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირში იმავდროულად ეკავოს რაიმე სახის თანამდებობა გარდა აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობისა. თუ ადმინისტრაციული თანამდებობის პირს უნივერსიტეტში ადმინისტრაციულთან ერთად უჭირავს აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობა, არ შეიძლება მას სხვა საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირში იმავდროულად ეკავოს რაიმე სახის თანამდებობა.”

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი შარვაშიძე