„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 268
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 14/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.016797
268
14/08/2015
ვებგვერდი, 17/08/2015
230210000.22.033.016797
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №268

2015 წლის 14 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31.07.2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 72-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) როდესაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დროს პირი საბაჟო გამშვებ პუნქტშივე:

ა.ა) ახორციელებს საქონლის დეკლარირებას რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში, ან

ა.ბ) აცხადებს საქონლის მიმართ რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას და ამ ოპერაციის განხორციელებისა და დასრულების მიზნით საქონელს ათავსებს დროებითი შენახვის ადგილზე;“

ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) როდესაც განზრახულია მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის რეექსპორტი:“.

2. 73-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1.  საქონლის  რეექსპორტში  დეკლარირების  დროს,  თუ  არ  არსებობს წინმსწრები სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით განხორციელებული ოპერაცია, დეკლარაციად ითვლება საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენილი და სათანადო წესით დამოწმებული   მოწმობა   (გარდა   მილსადენით   ან   ელექტროგადამცემი   ხაზებით გადაადგილებული საქონლის რეექსპორტისა).

2. თუ განზრახულია საწყობის ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ან საქართველოს საქონლის რეექსპორტი, ან მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის რეექსპორტი, გაფორმების საგადასახადო ორგანოს წარედგინება სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენით მოქცეული საქონლის რეექსპორტი ხორციელდება სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენით, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის რეექსპორტი – დროებით შემოტანისას დამოწმებული დეკლარაციისა და თანდართული ნუსხის წარდგენით, ხოლო მოწმობით დეკლარირებულისა – საქონლის შემოტანისას გამოწერილი მოწმობის წარდგენით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური