დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 დეკემბრის N61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/08/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.117.016266 |
|
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 დეკემბრის №61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 დეკემბრის №61 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 25/12/2014 წ., სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016239) დამტკიცებულ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალურ პროგრამაში“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
|
ა)
პროგრამის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) კომპიუტერული ტომოგრაფია.“; |
ბ)
პროგრამის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. სამედიცინო მომსახურების დაფინანსება სამედიცინო მომსახურებისათვის საყოველთაო და სხვა სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამების მოსარგებლის გადასახდელი ნაწილი დაფინანსდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, წლიური ლიმიტი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა (გარდა დიალიზისა და კომპიუტერული ტომოგრაფიისა).“; |
გ)
მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ცნობა/მიმართვა სოციალური მომსახურების ცენტრიდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების არარსებობის ან ნაწილობრივი დაფინანსების არსებობისა და ოდენობის შესახებ;“; |
დ)
პროგრამას დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლი 51:
„მუხლი 51. კომპიუტერული ტომოგრაფია 1. ბენეფიციარს კომპიუტრეული ტომოგრაფია დაუფინანსდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა. 2. ბენეფიციარმა/წარმომადგენელმა დაფინანსების მიღების მიზნით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) კლინიკური სამკურნალო დაწესებულებიდან ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა №100); დ) კლინიკური სამკურნალო დაწესებულებიდან სამედიცინო მომსახურების ხარჯების მოცულობის განმსაზღვრელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი); ე) ცნობა/მიმართვა სოციალური მომსახურების ცენტრიდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების არარსებობის ან ნაწილობრივი დაფინანსების არსებობისა და ოდენობის შესახებ; ვ) გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ინფორმაცია პირის მუდმივად ცხოვრების შესახებ.“. |
ე)
პროგრამის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. პროგრამის ადმინისტრირება 1. სამედიცინო მომსახურების სოციალური დახმარების თაობაზე მუნიციპალიტეტის გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. 2. ბრძანებას, ბენეფიციარისათვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თანხის ანაზღაურების თაობაზე გამოსცემს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები