შპს „გურამ დოჩანაშვილი - საერთაშორისო ქართული სკოლის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

  • Word
შპს „გურამ დოჩანაშვილი - საერთაშორისო ქართული სკოლის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1622
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019751
  • Word
1622
23/07/2015
ვებგვერდი, 14/08/2015
000000000.00.003.019751
შპს „გურამ დოჩანაშვილი - საერთაშორისო ქართული სკოლის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1622

2015 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

შპს „გურამ დოჩანაშვილი - საერთაშორისო ქართული სკოლის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „გურამ დოჩანაშვილი - საერთაშორისო ქართული სკოლა“ (ს/კ 404903734) გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „გურამ დოჩანაშვილს“ (ამჟამად - შპს „გურამ დოჩანაშვილი - საერთაშორისო ქართული სკოლა“) შორის 2011 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1.2 მუხლით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ამავე ხელშეკრულების 5.2.2 მუხლის საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოსაგან.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი