სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

  • Word
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 02-1053/ო
დოკუმენტის მიმღები სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი
მიღების თარიღი 30/07/2015
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/08/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
02-1053/ო
30/07/2015
ვებგვერდი, 17/08/2015
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების

სააგენტოს უფროსის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №02-10 53 /ო

 

2015 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

 

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

 

საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” (მუხლი 6 ; მუხლი 8 ; მუხლი10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” (დანართი№1) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების შესაბამისად,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:  

1. გაიცეს შპს ,,ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტზე“ (მისამართი: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. №9) „საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია“.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი  თვის  ვადაში საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი , აკ. წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში.

3. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.

 

საფუძველი: შპს ,,ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის“ დირექტორის ნ. ჭელიძის განცხადება №57490, 19.06.2015წ .,  ადგილზე შემოწმების აქტი №73, 28.07.2015წ. ,  ზეპირი მოსმენის ოქმი №9, 29.07.2015წ.

 

სააგენტოს უფროსი                                                                   გია თვალავაძე