დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | დმანისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/08/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/05/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.156.016214 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
20
13/08/2015
ვებგვერდი, 18/08/2015
010250050.35.156.016214
დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ
დმანისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (18/08/2015 - 16/07/2018)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დმანისის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობად მიჩნეულ იქნეს ქალაქ დმანისის ქუჩებზე, მოედნებსა და ტროტუარებზე, ასევე დასასვენებელ ადგილებში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი დანიშნულების საავტომობილო გზის გასწვრივ მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან ვაჭრობა. |
| მუხლი 2 |
განისაზღვროს მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან ვაჭრობისათვის დასაშვები საქონლის ნომენკლატურა (დანართი 1). |
| მუხლი 3 |
საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილებში ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილები მოეწყოს ისე, რომ ისინი აკმაყოფილებდნენ ქალაქის იერსახის მოთხოვნებს და არ შეაფერხონ ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. ვაჭრობა განხორციელდეს მოქმედი სანიტარიულ- ჰიგიენური მოთხოვნების, სხვა ნორმებისა და წესების დაცვით. |
| მუხლი 4 |
დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აიკრძალოს მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით (ხორცი, ხორცის პროდუქტები, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმით და პურით) გარე ვაჭრობა. |
| მუხლი 5 |
აიკრძალოს ხელიდან, არასტაციონარული დახლებიდან და ავტომანქანებიდან გარე ვაჭრობა. |
| მუხლი 6 |
გარე ვაჭრობის დრო განისაზღვროს 500–დან 2400 საათამდე. |
| მუხლი 7 |
სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას გარე ვაჭრობის ორგანიზების მიზნით, დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელის შესაბამისი ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტის – ბრძანების საფუძველზე, შესაძლებელია (დროებით) გამოიყოს დამატებითი ადგილები. |
| მუხლი 8 |
დადგენილების შესრულების კონტროლი დაევალოს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურს. |
| მუხლი 9 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი 1 |
1. გარე ვაჭრობის ნებადართული საქონლის ნომენკლატურა
2. სეზონური გარე ვაჭრობისათვის ნებადართული საქონლის ნომენკლატურა
|
2.
23/05/2024 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
13 -
ვებგვერდი, 24/05/2024
1.
16/07/2018 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
32 -
ვებგვერდი, 18/07/2018
დოკუმენტის ცვლილებები
2
მიღების თარიღი : 23/05/2024
გამოქ. თარიღი : 24/05/2024
დოკუმენტის ნომერი : 13
დმანისის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობის რეგულირების და გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დადგენის შესახებ
1
მიღების თარიღი : 16/07/2018
გამოქ. თარიღი : 18/07/2018
დოკუმენტის ნომერი : 32
“დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 აგვისტოს N20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები