დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ - ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 თებერვლის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/08/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/02/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.171.016085 |
|
,,ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 თებერვლის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის, ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 თებერვლის №14 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში (www.matsne.gov.ge, 24/02/2015 სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.171.016063) და დანართის მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 10. უსინათლოთა ერთჯერადი დახმარების პროგრამა. (პროგრამული კოდი 06 02 04 03) პროგრამის მიზანია: ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ უსინათლო (მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობების სტატუსის მქონე) პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარება 150 ლარის ოდენობით. პროგრამით სარგებლობის მსურველმა მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: 1. განცხადება. 2. მხედველობით განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირის დამადასტურებელი დოკუმენტი. 3. ცნობა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის შესახებ; 4. ჯანმრთელობის ცნობა ფორმა №100 . 5. საბანკო ანგარიში. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები