,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლის #4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლის #4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები საჩხერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/08/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/08/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.130.016156
28
12/08/2015
ვებგვერდი, 18/08/2015
010250020.35.130.016156
,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლის #4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საჩხერის მუნიციპალიტეტი
 

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №28

2015 წლის 12 აგვისტო

ქ. საჩხერე

 

,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილი  იქნეს  ცვლილება  ,,საჩხერის  მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტიდან  მოსახლეობის სოციალური  დახმარების  სახეების  ფინანსების  გაცემისა  და  მიღების  წესის  დამტკიცების  შესახებ“ საჩხერის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2015 წლის 2  თებერვლის №4 დადგენილებაში  (სსმ ვებგვერდი  06/02/2015წ. სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.130.016132)  და  დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ნადირაძე



დანართი

საჩხერის  მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტიდან  მოსახლეობის  სოციალური  დახმარების  სახეების დაფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ


 წესი  განსაზღვრავს  მუნიციპალიტეტის  მოსახლეობისათვის  ადგილობრივი  ბიუჯეტიდან სოციალური  დახმარების  გაცემისა  და  მისი  მიღების  პირობებს,  მიმღებთა  (ბენეფიციართა) კატეგორიებს.

თავი I
სოციალური დახმარების სახეები

მუხლი 1. სოციალური დახმარების სახეები
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა შემდეგი ფულადი სოციალური დახმარებები:

ა)  ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები;

ბ) უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯები;

გ) ავადმყოფთა სოციალური დაცვა;

დ) სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება;

ე) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა;

ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვა;

ზ) ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებზე და მათ ოჯახებზე ფულადი ფორმით გასაცემი დახმარებები;

თ) მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა;

ი) სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა;

კ) საცხოვრებლით უზრუნველყოფა;

ლ) სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობის ,, უფასო სადილი“ – თ  უზრუნველყოფა;

მ) ტრანსპორტით უზრუნველყოფა საჩხერე –პერევი, პერევი–საჩხერის  მიმართულებით.


თავი II
ადგილობრივი ბიუჯეტიდან  სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი

მუხლი 2. ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები
1.  მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტიდან  ანაზღაურდება  შემდეგი  სახის  სარიტუალო  მომსახურება  250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით:

ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება;

ბ) სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მებრძოლ ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება;

გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება.

2.  დახმარების  მისაღებად  დაღუპულის  ოჯახის  სრულწლოვანმა  წევრმა მუნიციპალიტეტში  უნდა წარმოადგინოს:

ა)  განცხადება;

ბ)  დაღუპული ომის ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

გ)  განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ)  ვეტერანის მოწმობის ასლი;

ე)  ქორწინების  მოწმობის  ასლი,  შვილის  დაბადების  მოწმობის  ასლი  ან  პირის  კანონისმიერი მემკვიდრეობის დამადასტურებელი საბუთი;

ვ)  ცნობა  შესაბამისი  ადმინისტრაციული  ერთეულის  გამგებლის  წარმომადგენლიდან  მასზედ,  რომ ვეტერანი გარდაცვალებამდე მუდმივად ცხოვრობდა  საჩხერის  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე;

ზ)  საბანკო რეკვიზიტები, სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა.


მუხლი 3. უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯები
1.  მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტიდან  ანაზღაურდება  უპატრონო  მიცვალებულთა  სარიტუალო მომსახურება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

2.  თანხის  მიღებაზე  და  განკარგვაზე  პასუხისმგებელი  პირია  შესაბამის  ადმინისტრაციულ  ერთეულში საჩხერის  მუნიციპალიტეტის  გამგებლის  წარმომადგენელი  და  მაჟორიტარი  დეპუტატი.

მუნიციპალიტეტში წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) ერთობლივი წერილობითი  მომართვა;

ბ) უპატრონო მიცვალებულის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

გ)  შესაბამის  ადმინისტრაციულ  ერთეულში  საჩხერის  მუნიციპალიტეტის  გამგებლის

წარმომადგენლის და დეპუტატის პირადობის მოწმობა (ასლი);

დ)  საბანკო რეკვიზიტები, სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა.


მუხლი 4. ავადმყოფთა სოციალური დაცვა
1.  საჩხერის  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  მცხოვრებ  ბენეფიციარს,  რომელსაც  ესაჭიროება გეგმური  და  გადაუდებელი  სტაციონარული–  ქირურგიული  ოპერაცია,  თვალის  რეფრაქციული ქირურგია,  სიელმის  ქირურგიული  მკურნალობა,  თვალის  ლაზერული  ქირურგია  და  სხვა სამედიცინო  მომსახურეობა,  სამედიცინო  დაწესებულებაში  მომსახურების  წილობრივი  თანხა ჩაერიცხება,  სამკურნალო დაწესებულების ანგარიშზე, არაუმეტეს 1000 (ათასი)  ლარის ოდენობით.

ბენეფიციარმა  მუნიციპალიტეტში  უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სამკურნალო დაწესებულების ანგარიშფაქტურა;

დ)  ცნობა  ჯანმრთელობის  მდგომარეობის  შესახებ  (ფორმა  №100  დედანი  ან  ასლი,  დამოწმებული გამცემი დაწესებულების მიერ);

ე)  ცნობა  შესაბამისი  ადმინისტრაციული  ერთეულის  გამგებლის  წარმომადგენელიდან  მასზედ,  რომ პიროვნება მუდმივად ცხოვრობს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

ვ)  შესაბამისი  ადმინისტრაციული  ერთეულის  გამგებლის  წარმომადგენლის  რეკომენდაცია,  სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა;

ზ)  ანაზღაურება  მოხდება  უნაღდო  ანგარიშსწორების  ფორმით  სამედიცინო  დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე;

თ)  დოკუმენტი  წარმოდგენილი  შრომის,  ჯანმრთელობისა  და  სოციალური  დაცვის  სამინისტროდან ან სხვა სადაზღვეო კომპანიიდან  დაფინანსების  თაობაზე.

2.  ბენეფიციარს  რომელსაც  ესაჭიროება:  ლაბორატორიულ- ინსტრუმენტული,  პოზიტრონულ-ემისიური  და  კომპიუტერული  ტომოგრაფია  (PET/CT),  კორონოგრაფია,  გასტროფიბროსკოპია, ფიბროსკოპია,ან  სხვა  სახის  კვლევა, სახელმწიფო  ან  სხვა  სამედიცინო  სადაზღვეო  პროგრამით დაუფინანსებელი  თანხის  თანადაფინანსება  განესაზღვროს  არაუმეტეს  1000  (ათასი)  ლარის ოდენობით.

ბენეფიციარმა  მუნიციპალიტეტში  უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) სამკურნალო დაწესებულების ანგარიშფაქტურა;

გ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;

დ)  ცნობა  ჯანმრთელობის  მდგომარეობის  შესახებ  (ფორმა № 100  დედანი  ან  ასლი,  დამოწმებული გამცემი დაწესებულების მიერ);

ე)  შესაბამისი  ადმინისტრაციული  ერთეულის  გამგებლის  წარმომადგენლის  რეკომენდაცია,  სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა;

ვ) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენელიდან მასზედ, რომ პიროვნება მუდმივად ცხოვრობს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

ზ)  ანაზღაურება  მოხდება  უნაღდო  ანგარიშსწორების  ფორმით  სამედიცინო  დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე;

თ)  დოკუმენტი  წარმოდგენილი  შრომის,  ჯანმრთელობისა  და  სოციალური  დაცვის  სამინისტროდან ან სხვა სადაზღვეო კომპანიიდან  დაფინანსების  თაობაზე.

4.  საჩხერის  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  მცხოვრებ  ქრონიკული  დაავადებების  მქონე  მო-სახლეობის  უფასო  მედიკამენტებით  უზრუნველყოფის  კუთხით  დასაფინანსებელ  ბენეფიციართა კონტინგენტია:

ა)  მუნიციპალიტეტში  მცხოვრები  ეპილეფსიით  დაავადებული  პაციენტები  დაფინანსდნენ  ყოველ-თვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარამდე;

ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ თირკმლის ტრანსპლანტაციის მქონე ბენეფიციარები დაფინანსდნენ ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი )ლარამდე,

გ)  პროგრამაში  მონაწილეობის  მსურველმა  პაციენტმა  ან  მისი  ოჯახის  სრულწლოვანმა წევრმა,მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

გ.ა) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი;

გ.ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

გ.გ)  ექიმის  დანიშნულების  საფუძველზე,  ანგარიშფაქტურა  აფთიაქიდან  მედიკამენტების  ჩამონათვალის, ღირებულებისა შესახებ;

გ.დ)  ცნობა  შესაბამისი  ადმინისტრაციული  ერთეულის  გამგებლის  წარმომადგენლიდან  მასზედ, რომ პიროვნება მუდმივად ცხოვრობს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

დ)  ანაზღაურება  მოხდება  უნაღდო  ანგარიშსწორებით,  შესაბამამისი  აფთიაქის  საბანკო ანგარიშზე.

5.  საჩხერის  მუნიციპალიტეტში  მცხოვრები  თირკმლის  უკმარისობით  დაავადებულ    მოქალაქეებს, რომლებიც  დიალიზის  მკურნალობის  კურსს  გადიან  სხვადასხვა    ქალაქებში,  მიეცემათ  120  (ასი) ლარი  ყოველთვიურად,  გაუთვალისწინებელი  ხარჯების  დაფარვისათვის.  ამ  პუნქტში  მითითებული პროგრამის  განხორციელების  მიზნით,  სადაც  მითითებული  იქნება  მონაწილე  ბენეფიციართა სახელობითი  სია,  ჯანმრთელობისა  და  სოციალური  დაცვის  სამსახური  უზრუნველყოფს  აღნიშნულ ბენეფიციართა  გადამოწმებას  ყოველთვიურად  და  შესაბამისი  ბრძანების  პროექტის  მომზადებას საჩხერის სოციალური სააგენტოს წერილის საფუძველზე.

ავადმყოფმა  ან  მისი  ოჯახის  სრულწლოვანმა  წევრმა  პროგრამაში  მონაწილეობის  მისაღებად მუნიციპალიტეტში უნდა  წარადგინოს:

ა) განცხადება;

ბ)  განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100 ან ასლი დამოწმებული ბეჭდით მკურნალი ექიმის მიერ);

დ) თანხის მიმღები პირის  პირადობის მოწმობის ასლი;

ე)  საბანკო რეკვიზიტები სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა;

ვ)  შესაბამისი  ადმინისტრაციული  ერთეულის  გამგებლის  წარმომადგენლის  რეკომენდაცია,  სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა.

6.  ონკოჰემატოლოგიური  დაავადების  (ლეიკემია)  მქონე  მოქალაქეებს    რომლებიც  საჭიროებენ თერაპიულ  მკურნალობას,  დაენიშნოთ  ყოველთვიური    დახმარება  200  (ორასი)  ლარის  ოდენობით.  ამ  პუნქტში  მითითებული  პროგრამის  განხორციელების  მიზნით,  სადაც  მითითებული  იქნება  მონაწილე ბენეფიციართა  სახელობითი  სია,  შემდგომში  ჯანმრთელობისა  და  სოციალური  დაცვის  სამსახური უზრუნველყოფს  აღნიშნულ  ბენეფიციართა  გადამოწმებას  ყოველთვიურად,  შესაბამისი  ბრძანების პროექტის  მომზადებას  საჩხერის  სოციალური  სააგენტოს  წერილის  საფუძველზე.  ავადმყოფმა  ან  მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა  მუნიციპალიტეტში უნდა  წარადგინოს:

ა)  განცხადება.

ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100 ან ასლი დამოწმებული ბეჭდით მკურნალი ექიმის მიერ);

დ) თანხის მიმღები პირის  პირადობის მოწმობის ასლი;

ე)  საბანკო რეკვიზიტები სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა;

ვ)  ცნობა  შესაბამისი  ადმინისტრაციული  ერთეულის  გამგებლის  წარმომადგენელიდან  მასზედ,  რომ პიროვნება მუდმივად ცხოვრობს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

7.  ამ  მუხლით  გათვალისწინებულ  შემთხვევაში  გარდა  მე-5  და  მე-6  პუნქტებისა  თანხის  ჩარიცხვის შესახებ გარანტიას გასცემს მუნიციპალიტეტის გამგებელი.


მუხლი 5. სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება
1.  სტიქიური  უბედურების  შედეგად  დაზარალებულ  ოჯახებზე  გაიცემა  დახმარება  ერთჯერადად, შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

ა)  ხანძრის  შედეგად  მთლიანადა  დაზიანებული  საცხოვრებელი  სახლის  შემთხვევაში  3000  (სამი ათასი) ლარამდე ოდენობით;

ბ)  ხანძრის  შედეგად  დაზიანებული  დამხმარე  ნაგებობის  დაზიანების  შემთხვევაში  500  (ხუთასი) ლარამდე ოდენობით;

გ)  მეწყერის  ან  სხვა  რაიმე  ბუნებრივი  სტიქიის  შედეგად  მიყენებული  ზიანის  თანადაფინანსება  იმ შემთხვევაში,  როდესაც  ოჯახი  თავისი  სახსრებით  ცდილობს  დაზიანებული  ქონების  აღდგენას  არა უმეტეს 2000 (ათასი) ლარის ოდენობით;

დ)  ეპიდემიის  შედეგად,  მასობრივად  დაწყვეტილი  პირუტყვის  (ორი  ან  მეტი)  შემთხვევაში,  არა უმეტეს 1000 (ათასი)  ლარის ოდენობით.

2.  სტიქიით დაზარალებულმა მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სტიქიური მოვლენის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

გ.ა)  ამ  მუხლის  პირველი  პუნქტის  ,,ა“  და  „ბ“  ქვეპუნქტით  გათვალისწინებულ  შემთხვევაში სახანძრო–სამაშველო სამსახურის მიერ გაცემული დასკვნა;

გ.ბ)  ამ  მუხლის  პირველი  პუნქტის  „გ“  ქვეპუნქტით  გათვალისწინებულ  შემთხვევაში მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  სტიქიის  შედეგად  მიყენებული  ზიანის  შემსწავლელი  დროებითი სამუშაო ჯგუფის დასკვნა;

გ.გ)  ამ  მუხლის  პირველი  პუნქტის  „დ“  ქვეპუნქტით  გათვალისწინებულ  შემთხვევაში  სურსათის ეროვნული  სააგენტოს  იმერეთის  რეგიონალური  სამმართველოს  მიერ  გაცემული  ცნობა,  სადაც მითითებული  იქნება,  რომ  დაღუპული  პირუტყვი  იყო  აცრილი  და  შემოწმებული  მათი  სამსახურის მიერ ;

დ)  ცნობა  შესაბამისი  ადმინისტრაციული  ერთეულის  გამგებლის  წარმომადგენლიდან  მასზედ,  რომ პიროვნება მუდმივად ცხოვრობს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

ე) საბანკო რეკვიზიტები სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა.


მუხლი 6. ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
1.ფენილკეტონურიით  დაავადებული  ბავშვების  დახმარება  მოხდება  წელიწადში  არაუმეტეს  1000 (ათასი) ლარისა თითოეულ დაავადებულზე. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100);

დ) ბავშვის დაბადების მოწმობა;

ე)  ცნობა  შესაბამისი  ადმინისტრაციული  ერთეულის  გამგებლის  წარმომადგენლიდან  მასზედ,  რომ პიროვნება მუდმივად ცხოვრობს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

ვ) საბანკო რეკვიზიტები სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა.

2.  ოჯახს,  რომელსაც  შეეძინება  მეექვსე  და  მეტი  შვილი  0–18  წლის  ჩათვლით  ჩაერიცხება  საბავშო ანაბარზე ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით შესაბამის ბანკში 18 წლის ასაკამდე. მშობელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვების დაბადების მოწმობის  ასლები;

დ)  ცნობა  შესაბამისი  ადმინისტრაციული  ერთეულის  გამგებლის  წარმომადგენლიდან  მასზედ,  რომ პიროვნება მუდმივად ცხოვრობს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

ე)  საბანკო რეკვიზიტები სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა.

3.  ოჯახს,  რომელსაც  შეეძინება  მეოთხე  და  მეტი  შვილი  0–18  წლის  ჩათვლით  მიეცემა  ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით .

მშობელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვების დაბადების მოწმობის  ასლები;

დ)  ცნობა  შესაბამისი  ადმინისტრაციული  ერთეულის  გამგებლის  წარმომადგენლიდან  მასზედ,  რომ პიროვნება მუდმივად ცხოვრობს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

ე)  საბანკო რეკვიზიტები სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა.

4.  მუნიციპალიტეტში  მცხოვრებ  ხანდაზმულებს  (90  წელი  და  ზევით)  დახმარება    მიეცემათ ერთჯერადად  წელიწადში,  თანხის  ოდენობა  შეადგენს  100  (ასი)  ლარს.  ხანდაზმულის  ოჯახის  წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ)  ცნობა  შესაბამისი  ადმინისტრაციული  ერთეულის  გამგებლის  წარმომადგენლიდან  მასზედ,  რომ პიროვნება მუდმივად ცხოვრობს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

დ)  საბანკო რეკვიზიტები სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა.

5.    მუნიციპალიტეტში  მცხოვრებ  ხანდაზმულებს  (100  წელი  და  ზევით)  დახმარება  მიეცემათერთჯერადად  წელიწადში,  თანხის  ოდენობა  შეადგენს  300 (სამასი)  ლარს.  ხანდაზმულის  ოჯახის წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ)  ცნობა  შესაბამისი  ადმინისტრაციული  ერთეულის  გამგებლის  წარმომადგენლიდან  მასზედ,  რომ პიროვნება მუდმივად ცხოვრობს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

დ)  საბანკო რეკვიზიტები სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა.

6.  აკრედიტებულ  უმაღლეს  სასწავლებელში  სწავლის  საფასურის  თანადაფინანსება  500  (ხუთასი) ლარის  ოდენობით,  ერთჯერადად  გაეწევათ:  დედით  ან  მამით  ობოლ,  მარტოხელა  დედის  სტატუსის მქონე,  მრავალშვილიან  ოჯახში  მცხოვრებ  (4  და  მეტი  შვილი,  18  წლის  ჩათვლით),  სოციალურად დაუცველ  ოჯახში  მცხოვრებ  /რომელთაც  აქვთ  მინიჭებული  57000  ჩათვლით  სარეიტინგო  ქულა/  და საქართველოს  ოკუპირებული  ტერიტორიიდან  იძულებით  გადაადგილებულ  ოჯახებში  მცხოვრებ სტუდენტებს.

სტუდენტმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) ცნობა აკრედიტებულ უმაღლესი სასწავლებლიდან მიმდინარე სასწავლო წლის სწავლის საფასურის ოდენობისა და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ;

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ)  შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე)  სოციალურად  დაუცველი  ოჯახების  მონაცემთა  ერთიან  ბაზაში  რეგისტრაციის ამონაწერი,რომელშიც  მუდმივ  საცხოვრებელ  ადგილად  მითითებული  იქნება  საჩხერის მუნიციპალიტეტი;

ვ)  ცნობა  შესაბამისი  ადმინისტრაციული  ერთეულის  გამგებლის  წარმომადგენლიდან  მასზედ,  რომ პიროვნება მუდმივად ცხოვრობს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

ზ)  ანაზღაურება  მოხდება  უნაღდო  ანგარიშწორების  ფორმით  აკრედიტებულ  უმაღლესი

სასწავლებლის საბანკო ანგარიშზე.

7.  განსაკუთრებულ  შემთხევაში  შესაძლებელია  დახმარება  გაეწიოს  ოჯახებს,  ერთჯერადად, არაუმეტეს  2000  (ორიათას)  ლარამდე,  სამუშაო  ჯგუფის  დასკვნის  საფუძველზე.  მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ)  ცნობა  სოციალური  მომსახურების  საგენტოდან  სარეიტინგო  ქულის  შესახებ,  ასეთის  არსებობის შემთხვევაში;

დ)  შესაბამისი  ადმინისტრაციული  ერთეულის  გამგებლის  წარმომადგენლის  რეკომენდაცია,  სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა;

ე) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენლიდან მასზედ, რომ პიროვნება მუდმივად ცხოვრობს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

ვ)  განსაკუთრებული  შემთხვევის  დამადასტურებელი  დოკუმენტი  (დედანი),  ყოველ  კონკრეტულ შემთხვევაში;

ზ)  საბანკო რეკვიზიტები სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა.

8.  ამ  მუხლის  მე–6  პუნქტით  გათვალისწინებულ  შემთხვევაში  თანხის  ჩარიცხვის  შესახებ

გარანტიას გასცემს მუნიციპალიტეტის გამგებელი.


მუხლი 7. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვა
1.  მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტიდან  გაიცეს  დახმარება  „მკვეთრად“  (  პირველი  ჯგუფი  )  შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე  პირებზე,    100  (ასი)  ლარის  ოდენობით,  ხოლო  „მნიშვნელოვნად“  (მე–2  ჯგუფი) ,,ზომიერად‘‘  (მე–3  ჯგუფი)  გამოხატული  ფორმის    შეზღუდული  შესაძლებლობის  მქონე  პირებზე შესაბამისი  ადმინისტრაციული  ერთეულის  გამგებლის  წარმომადგენელის  წერილობითი რეკომენდაციის  საფუძველზე  /მიეთითოს  ოჯახის  სოციალურ–ეკონომოკური  მდგომარეობა/.დახმარება გაიცეს წელიწადში ერთჯერადად.

2.  შეზღუდული  შესაძლებლობის  მქონე  პირმა  ან  მისმა  წარმომადგენელმა  (მეურვემ/მზრუნველმა) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ)  შეზღუდული  შესაძლებლობის  მქონე  პირის  წარმომადგენლის ,  (ასეთის  ყოლის  შემთხვევაში), პირადობის მოწმობის ასლი;

დ)  შეზღუდული  შესაძლებლობის  სტატუსის  დამადასტურებელი  ცნობა  სოციალური მომსახურების სააგენტოდან;

ე)  ცნობა  შესაბამისი  ადმინისტრაციული  ერთეულის  გამგებლის  წარმომადგენელიდან  მასზედ,  რომ პიროვნება მუდმივად ცხოვრობს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

ვ)  საბანკო რეკვიზიტები სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა.


მუხლი 8. ომის,  შრომისა  და  სამხედრო  ძალების  ვეტერანებზე  და  მათ  ოჯახებზე  ფულადი  ფორმით გასაცემი დახმარებები
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება მიეცემა:

მძიმე  სოციალურ–ეკონომიკური  მდგომარეობის  მქონე  ომის  მონაწილე  ვეტერანებს ერთჯერადად 100 (ასი) ლარის ოდენობით.

2.  მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ომის მონაწილის (ვეტერანის) დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) საბანკო რეკვიზიტები სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა;

ე)  ცნობა  შესაბამისი  ადმინისტრაციული  ერთეულის  გამგებლის  წარმომადგენელიდან  მასზედ,  რომ პიროვნება მუდმივად ცხოვრობს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

ვ)  შესაბამის  ადმინისტრაციულ  ერთეულში  საჩხერის  მუნიციპალიტეტის  გამგებლის წარმომადგენლის  დამოწმებული  რეკომენდაცია,  სადაც  დასაბუთებული  იქნება  ოჯახის  მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა;

3.  მეორე  მსოფლიო  ომში  მონაწილეზე  წახალისების  მიზნით  მუნიციპალიტეტს  შეუძლია  გასცეს ფულადი  დახმარება  9  მაისის  ღონისძიებასთან  დაკავშირებით  500  (ხუთასი)  ლარის  ოდენობით. საჩხერის  სოციალური  მომსახურების  სააგენტოს  მონაცემების  საფუძველზე,  რომელსაც ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის სამსახური წერილობით მიმართავს.


მუხლი 9. მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა
1.  დედით  ან  მამით  ობოლ  ბავშვს  რომელსაც,  არ  შესრულებია  18  წელი  მიეცემათ  150  (ასორმოცდაათ) ლარი წელიწადში ერთჯერადად

მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა  გარდაცვალების შესახებ;

დ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი (ასლები);

ე)  შესაბამის  ადმინისტრაციულ  ერთეულში  საჩხერის  მუნიციპალიტეტის  გამგებლის წარმომადგენლის  დამოწმებული  რეკომენდაცია,  სადაც  დასაბუთებული  იქნება  ოჯახის  მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა;

ვ)  საბანკო რეკვიზიტები სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა;

ზ)  ცნობა  შესაბამისი  ადმინისტრაციული  ერთეულის  გამგებლის  წარმომადგენელიდან  მასზედ,  რომ პიროვნება მუდმივად ცხოვრობს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

2.  მარტოხელა  პენსიონრებს,  რომელთაც  არა  ჰყავთ  შვილი,  შვილიშვილი  ან  სხვა  კანონით გათვალისწინებული  შრომისუნარიანი  მარჩენალი  გაეწევათ  ერთჯერადი  დახმარება  100  (ასი) ლარამდე.

 მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

ე)  შესაბამის  ადმინისტრაციულ  ერთეულში  საჩხერის  მუნიციპალიტეტის  გამგებლის წარმომადგენლის  დამოწმებული  რეკომენდაცია,  სადაც  დასაბუთებული  იქნება  ოჯახის  მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა;

ვ)  საბანკო რეკვიზიტები სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა.

3.  კანონის  წესით  მიჩნეულ  მარტოხელა  დედებს  გაეწევა  დახმარება  150  (ასორმოცდაათი)  ლარის ოდენობით წელიწადში ერთჯერადად.

4. ბენეფიციარმა  მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი (ასლები);

დ) მარტოხელობის დამადასტურებელი საბუთი შესაბამის სამსახურიდან;

ე)  შესაბამის  ადმინისტრაციულ  ერთეულში  საჩხერის  მუნიციპალიტეტის  გამგებლის

წარმომადგენლის  დამოწმებული  რეკომენდაცია,  სადაც  დასაბუთებული  იქნება  ოჯახის  მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა;

ვ)  საბანკო რეკვიზიტები სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა.


მუხლი 10. სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა.
1.  მუნიციპალიტეტიდან  დახმარება  გაიცემა  გარკვეული  კატეგორიის  ღვაწლმოსილ,  სოციალურად შეჭირვებულ,  დამსახურებულ  ბენეფიციარზე,  რაიმე  დღესასწაულის  ან  ღირსშესანიშნავი  დღის აღსანიშნავად თანხის რაოდენობა განისაზღვროს  500 (ხუთასი) ლარამდე .

2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა)  შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის დამოწმებული  რეკომენდაცია,სადაც  დასაბუთებული  იქნება  ოჯახის  მძიმე  სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა;

ბ) ცნობა  შესაბამისი  ადმინისტრაციული  ერთეულის  გამგებლის  წარმომადგენლისაგან  მასზედ, რომ პიროვნება მუდმივად ცხოვრობს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

გ) პიროვნების დამსახურების დამადასტურებელი საბუთი;

დ) საბანკო რეკვიზიტები სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა.


მუხლი 11. საცხოვრებლით უზრუნველყოფა
1. დახმარებები  დროებითი  ან  გრძელვადიანი  გადახდებით  უზრუნველყოფისათვის,  რომლებიც დაკავშირებულია  ბინის  დაქირავებასთან,  იაფი  ან  საზოგადოებრივი  სახის  საცხოვრებლით, თავშესაფრით  უზრუნველყოფა.  თანხის  მაქსიმალური  რაოდენობა  განისაზღვრება  130  (ასოცდაათი) ლარის ოდენობით თვეში.

2.  მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაცია:

ა)  განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი (დამქირავებლის და მქირავებლის);

გ)  შესაბამის  ადმინისტრაციულ  ერთეულში  საჩხერის  მუნიციპალიტეტის  გამგებლის წარმომადგენლის  დამოწმებული  რეკომენდაცია,  რომ  განმცხადებელს  ნამდვილად  არ  აქვს საცხოვრებელი;

დ) ხელშეკრულება ქირავნობის შესახებ (ნოტარიუსის მიერ დამოწმებული), სადაც იქნება მითითებული ქირავნობის თანხა (ასლი);

ე)  ცნობა  შესაბამისი  ადმინისტრაციული  ერთეულის  გამგებლის  წარმომადგენელიდან  მასზედ,  რომ პიროვნება მუდმივად ცხოვრობს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

ვ)  საბანკო რეკვიზიტები სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა.


მუხლი 12. სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობაზე ,,უფასო სადილით“ უზრუნველყოფა.
სოციალურად  შეჭირვებული  მოსახლეობის  ,,უფასო  სადილით“  უზრუნველყოფის  მიზნით დახმარება  გაიცემა  პროგრამაში  ჩართულ  ყოველ  ერთ  ბენეფიციარზე  დღეში  ერთჯერ  უფასო სადილი(მენიუს შესაბამისად). ბენეფიციარმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);

გ) არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობა (ასლი);

დ) დევნილის მოწმობა ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე)  ცნობა  სოციალური  მომსახურების  სააგენტოდან  ქულების  რაოდენობის  შესახებ  არსებობის შემთხვევაში.


მუხლი 13. ტრანსპორტით უზრუნველყოფა
პერევის და მისი მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეთა მომსახურება.

თავი III
მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტიდან  მოსახლეობისათვის  სოციალური  დახმარების  გაცემის ორგანიზება

მუხლი 14. ბენეფიციარის  მიერ  სოციალური  დახმარების  მისაღებად  საჭირო  დოკუმენტაციის წარდგენა
1.  სოციალური  დახმარების  მისაღებად  ბენეფიციარი  წერილობითი  განცხადებით  მიმართავს  და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს საჩხერის  მუნიციპალიტეტის გამგეობას.

2.  მუნიციპალიტეტი  გამგეობის  ადმინისტრაციული  სამსახური  უზრუნველყოფს  სოციალური დახმარების მთხოვნელთა განცხადებების რეგისტრაციას.

3.  მუნიციპალიტეტში  შემოსული  ყველა  განცხადება  თანდართული  დოკუმენტაციით  შესასწავლად და  სოციალური  დახმარების  გაცემის  საკითხზე  მოსამზადებლად  ეგზავნება  საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამსახურს.


მუხლი 15. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფლებამოსილება
1.  ჯანმრთელობისა  და  სოციალური  დაცვის  სამსახური  ამოწმებს  მუნიციპალიტეტში  შემოსულ განცხადებებს,  თანდართულ  დოკუმენტაციასთან  ერთად.  შემოწმების  შემდგომ,  იმ  შემთხვევაში,  თუ დოკუმენტაცია  სრულყოფილია,  სამსახური  ამზადებს  დასკვნას  სამუშაო  ჯგუფისთვის  წარსადგენად, მოხსენებითი  ბარათის  სახით,  ხოლო  შემოსულ  განცხადებებში  აღმოჩენილი  ხარვეზების  შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.

2.  ჯანმრთელობისა  და სოციალური  დაცვის სამსახური,  სოციალური  დახმარების  გაცემის  საკითხის განხილვისას  ხელმძღვანელობს  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  მე-6  თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.


მუხლი 16. სამუშაო ჯგუფი
1.  ჯანმრთელობისა  და  სოციალური  დაცვის  სამსახურის  მიერ  მომზადებულ  დასკვნებს, თანდართული  დოკუმენტაციით  განიხილავს  სამუშაო  ჯგუფი,  რომელსაც  ქმნის  და  მის თავმჯდომარეს,  მდივანს,  ნიშნავს  მუნიციპალიტეტის  გამგებელი  ინდივიდუალურ–  სამართლებივი აქტით.

2.  სამუშაო  ჯგუფის  შემადგენლობა  განისაზღვრება  არანაკლებ  5  წევრისაგან.  სამუშაო  ჯგუფი გადაწყვეტილებას  იღებს  სხდომაზე  დამსწრე  წევრთა  უმრავლესობით,  არანაკლებ  საერთო შემადგენლობის  1/3–ისა.  ხმათა  თანაბარი  რაოდენობის  შემთხვევაში  თავჯდომარეს  აქვს  გადამწყვეტი ხმა.

3. სამუშაო ჯგუფი  ამზადებს  დასკვნებს  და გადასცემს სამსახურს ბრძანების პროექტის მომზადების მიზნით.


მუხლი 17. სხდომის ოქმი.
1.  სამუშაო  ჯგუფის  ყოველი  სხდომის  შემდეგ  დგება  შესაბამისი  ოქმი,  რომელსაც  ხელს  აწერს სამუშაო ჯგუფის  თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი.

2. სამუშაო ჯგუფის  ყველა გადაწყვეტილება დასკვნის სახით აისახება ამ ოქმში.

3.  სამუშაო  ჯგუფის  ოქმის  სათანადო  წესით  გაფორმებას  უზრუნველყოფს  სამუშაო  ჯგუფის მდივანი, რომელიც პასუხისმგებელია ასევე ოქმის სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე.

4. სამუშაო ჯგუფის  ოქმები იკერება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.


მუხლი 18. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების  მიღება
1.  ჯანმრთელობისა  და  სოციალური  დაცვის  სამსახური  სამუშაო  ჯგუფის  განხილვისა  და  დასკვნის წარმოდგენის  შემდეგ  ამზადებს  ბრძანების  პროექტს  და  წარუდგენს  საჩხერის  მუნიციპალიტეტის გამგებელს.

2.  საჩხერის  მუნიციპალიტეტის  გამგებელი  სოციალური  დახმარების  გაცემის  შესახებ  იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას და გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.

3.  გადაუდებელ  შემთხვევაში,  როდესაც  დაყოვნებამ  შეიძლება  სავალალო  შედეგები  გამოიწვიოს, დახმარება  შეიძლება  გაიცეს  სამუშაო  ჯგუფის  დასკვნის  გარეშეც  განსხვავებული  თანხის  ოდენობით როგორც  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ასევე მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.


მუხლი 19. დახმარების გაცემა
1.  საჩხერის  მუნიციპალიტეტის  გამგებლის  ბრძანება,  რომლითაც  დამტკიცებულია  ბენეფიციართა პერსონალური  შემადგენლობა,  პირადი  ნომერი,  მისამართი  და  თანხა,  იგზავნება  გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახურში.

2.  თანხა  გაიცემა  უნაღდო  ანგარიშსწორებით  (დახმარების  მიმღების  მიერ  წარმოდგენილ  საბანკო ან შესაბამისი დაწესებულების  ანგარიშზე).


თავი IV
დასკვნითი დებულებანი

მუხლი 20. წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
წინამდებარე  წესში  ცვლილებებისა  და  დამატებების  შეტანა  ხდება  მოქმედი  კანონმდებლობით დადგენილი წესით.