დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივლისის №17-66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21-92 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260050.35.101.016197 |
|
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივლისის №17-66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
1.
შევიდეს ცვლილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივლისის №17-66 დადგენილებაში (ვებგვერდი, 06.07.2015წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260050.35.101.016179) და:
ა) დადგენილების პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი: „მუხლი 11. დანართი №4-ით და დანართი 5-ით დამტკიცებული ხელშეკრულებების ტექსტი, ძირითადი პირობების უცვლელად, შესაძლებელია შეიცვალოს მოქმედი კანონმდებლობისა და კონკრეტული შემთხვევის თავისებურებათა გათვალისწინებით.“; ბ) წესის პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ ღონისძიებებზე, რომელსაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი რაიონის გამგეობები ახორციელებენ 2015 წლის 13-14 ივნისს მოსული ძლიერი წვიმის შედეგად, საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი კომისიის მიერ განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მდებარე, დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი ფართების სარეაბილიტაციოდ და ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული შესაბამისი კოდიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი რაიონის გამგეობებისათვის გამოყოფილი თანხების ფარგლებში. აღნიშნულ შემთხვევაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონული გამგეობები მოქმედებენ კანონმდებლობით დადგენილი წესით.“; გ) წესის მე-3 მუხლში დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. დაზარალებულთა I კატეგორიას ასევე მიეკუთვნება დაზარალებული პირი (ოჯახი), რომლის საცხოვრებელი ბინა განთავსებულია მრავალბინიან სახლში პირველ ან ნულოვან სართულზე და დაზიანდა/დაიტბორა სტიქიის შედეგად, თუმცა ექვემდებარება რეაბილიტაციას.“; დ) წესის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. სააგენტო ან გამგეობა არ განიხილავს იმ დაზარალებული ოჯახების განაცხადებს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, რომლებსაც სახელმწიფოს, დონორი ორგანიზაციების ან სხვა ფიზიკური ან იურიდიულ პირთა მხრიდან სტიქიით დაზარალების გამო ერთხელ უკვე აქვთ მიღებული სათანადო საცხოვრებელი ფართი ან საცხოვრებელი ფართის შეძენის ან რეაბილიტაციისათვის ფულადი დახმარება.“. ე) წესის მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება, ამ წესით დაზარალებულად ცნობილ იმ ოჯახებზე, რომელთაც 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად გარდაეცვალათ ოჯახის წევრი.“. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები