ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონებაზე საინვესტიციო ან/და სხვა ვალდებულებათა შესრულების შესახებ საექსპერტო ან/და აუდიტორული დასკვნის გამცემ პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონებაზე საინვესტიციო ან/და სხვა ვალდებულებათა შესრულების შესახებ საექსპერტო ან/და აუდიტორული დასკვნის გამცემ პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21-86
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/08/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/08/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 27/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.101.016202
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
21-86
12/08/2015
ვებგვერდი, 14/08/2015
010260050.35.101.016202
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონებაზე საინვესტიციო ან/და სხვა ვალდებულებათა შესრულების შესახებ საექსპერტო ან/და აუდიტორული დასკვნის გამცემ პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (14/08/2015 - 25/06/2019)

 

       ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21-86

2015 წლის 12 აგვისტო

ქ. თბილისი

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონებაზე საინვესტიციო ან/და სხვა ვალდებულებათა შესრულების შესახებ საექსპერტო ან/და აუდიტორული დასკვნის გამცემ პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“, „კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
 

1. დამტკიცდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონებაზე საინვესტიციო ან/და სხვა ვალდებულებათა შესრულების  შესახებ საექსპერტო  ან/და აუდიტორული დასკვნის გამცემ პირთა ნუსხა, თანდართული რედაქციით.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი



დანართი 
 
საექსპერტო ან/და აუდიტორული დასკვნის გამცემ პირთა ნუსხა

 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქონების მართვის სააგენტო უფლებამოსილია, ხელშეკრულებით ნაკისრი საინვესტიციო ან/და სხვა ვალდებულებების შესრულების დადასტურებასთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენ/მმართველ/მოსარგებლე პირებს მოსთხოვოს ექსპერტიზის  ჩატარების მიზნით მიმართონ ქვემოთ ჩამოთვლილ პირებს:

ა) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო;

ბ) ფრაისვოთერჰაუსკუპერი (pricewaterhouseCoopers);

გ) დელოიტი (Deloitte);

დ) ქეი-ფი-ემ-ჯი (KPMG);

ე) ერნსტ ენდ იანგ (Ernst & young);

ვ) გრანთ თორნთონ (Grant Thornton);

ზ) ბიდიო (BDO);

თ) ბეიკერ ტილი (Baker Tilly);

ი) სმით ენდ ვილიამსონ (Smith &Williamson);

კ) პი-ქეი-ეფ (PKF);

ლ) შპს „კაპტო ჯგუფი“ (RSM-ის წევრი);

მ) შპს „აუდიტორული და საკონსულტაციო სამსახური ემჯიაი ჯორჯია“ (MGI);

ნ) შპს „ფინანსური მართვის ჯგუფი“ (FMG);

ო) შპს „ცოდნისა“.