დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 28959 |
დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
მიღების თარიღი | 04/08/2015 |
დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/08/2015 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016340 |
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №28 959
2015 წლის 4 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციის“ (დანართი №1):
ა) მე-13 მუხლის 27-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„27. გრაფა 28 „ფინანსური და საბანკო მონაცემები/სხვა ინფორმაცია“ – აღინიშნება „0“.“;
ბ) 35-ე მუხლის 27-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„27. გრაფა 28 „ფინანსური და საბანკო მონაცემები/სხვა ინფორმაცია“ – აღინიშნება:
ა) „GM-0“ იმ შემთხვევაში, თუ ფიტოსანიტარიულ ან/და ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელებისას საქონლის თანხმლები დოკუმენტით სურსათში/ცხოველთა საკვებში დასტურდება 0,9%-ზე მეტი გმო-ს შემცველობა და საქონელი ეტიკეტირებულია დადგენილი წესის შესაბამისად, რაც უფლებამოსილი პირის მიერ ასახულია საერთო ფიტოსანიტარიული ან/და ვეტერინარული შესვლის დოკუმენტის შენიშვნაში სიმბოლო „GM-0“-ს აღნიშვნით;
ბ) „GM-1“ იმ შემთხვევაში, როდესაც საქონელი ეტიკეტირებულია, ახლავს თანხმლები დოკუმენტი გმო-ს არსებობის შესახებ და ეტიკეტირებასთან შესაბამისობა არ არის შემოწმებული;
გ) მე-9 გრაფაში მითითებული პირის საბანკო რეკვიზიტები:
გ.ა) ფინანსური და საბანკო მონაცემები, კოდი – მიეთითება ბანკის (ფილიალის კოდი), სადაც მე-9 გრაფაში მითითებულ პირს გახსნილი აქვს ანგარიში;
გ.ბ) ბანკი (ფილიალი) - მიეთითება ბანკის (ფილიალის) დასახელება, სადაც მე-9 გრაფაში მითითებულ პირს გახსნილი აქვს ანგარიში.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი
დოკუმენტის კომენტარები