დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 419 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/08/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.018805 |
|
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22.11.2013 წ., 010240030.10.003.017464) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის:
1. პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისი;“. 2. მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისი: თ.ა) კოორდინაციას უწევს თავდაცვის ატაშეების, სამინისტროს წარმომადგენლებისა და მათი აპარატების საქმიანობას; თ.ბ) ხელს უწყობს საზღვარგარეთის ქვეყნების სამხედრო უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამხედრო და სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის განვითარებას;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები