დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 91 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
მიღების თარიღი | 11/08/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/08/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 010130000.22.027.016595 |
|
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 27.07.2011 წ., 010130000.22.027.016165) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პირი უფლებამოსილია რეგისტრაციის თაობაზე მოთხოვნა წარადგინოს სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული ელექტრონული ფორმის განცხადება - ანკეტის მეშვეობით ამ წესის VI თავით დადგენილი წესების შესაბამისად. განცხადება - ანკეტის ფორმას საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს საააგენტოს თავმჯდომარე.“. 2. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. რეგისტრაციის მიზნით განმცხადებელმა განცხადება-ანკეტაში უნდა მიუთითოს, ვისი საკუთრებაა ის საცხოვრისი, სადაც რეგისტრირდება და წარმოადგინოს: ა) 2 ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათი ზომით 3.5X4.5 სმ დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით. ფოტოსურათის წარდგენა სავალდებულოა მხოლოდ: ა.ა) პირის პირველადი რეგისტრაციისას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირის რეგისტრაცია ხდება დაბადების რეგისტრაციისას; ა.ბ) თუ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის საკითხებთან დაკავშირებით წარმოებულ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ მოიპოვება პირის ფოტოსურათი ან ფოტოსურათის წადგენიდან გასულია 3 წელი; ბ.ა) სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრაციის შემთხვევაში, მესაკუთრის, შესაბამისად – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ ან მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის თანხმობა; ბ.ბ) იურიდიული პირის საკუთრებაში რეგისტრაციის შემთხვევაში, ამ იურიდიული პირის შესაბამისი ხელმძღვანელი ორგანოს თანხმობა. საჯარო სამართლის იურიდული პირის საკუთრებაში რეგისტრაციისას ასევე სავალდებულოა სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობა; ბ.გ) ფიზიკური პირის საკუთრებაში რეგისტრაციის შემთხვევაში, საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობა ან ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) მიერ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის წინაშე გამოხატული წერილობითი და დასაბუთებული დასტური იმის თაობაზე, რომ დასარეგისტრირებელი პირი უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში ნამდვილად ცხოვრობს კონკრეტულ მისამართზე. საცხოვრისის მესაკუთრის რეგისტრაციის შემთხვევაში აღნიშნული დოკუმენტების ნაცვლად შეიძლება წარდგენილ იქნეს საცხოვრისის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ან საკუთრების ფაქტი გადამოწმდეს საჯარო რეესტრის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში (საკუთრების ფაქტის გადამოწმების შესაძლებლობისას). აღნიშნული მოთხოვნები არ ვრცელდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ პირის რეგისტრაციის შემთხვევებზე; გ) საქართველოს მოქალაქეობის ან საქართველოს ტერიტორიაზე კანონით დადგენილი ვადის განმავლობაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საქართველოში მცხოვრები უცხოელის შემთხვევაში – უცხო ქვეყნის მოქალაქეობის ან მოქალაქეობის არქონის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტების წარდგენა სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი პირველად გადის რეგისტრაციას ან თუ წინა რეგისტრაციისას დადგენილი მოქალაქეობრივი კუთვნილება შეიცვალა და აღნიშნულის თაობაზე ცნობილი გახდა სააგენტოსთვის; დ) ბინადრობის ნებართვა, თუ პირი საქართველოში მცხოვრები უცხოელია. აღნიშნული დოკუმენტის წარდგენა სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი პირველად გადის რეგისტრაციას, ასევე როცა პირმა, რომელმაც მუდმივი ბინადრობის ნებართვა მიიღო სპეციალური პირობების საფუძველზე, მოქალაქეობრივი კუთვნილება შეიცვალა და აღნიშნულის თაობაზე ცნობილი გახდა სააგენტოსთვის; ე) პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ან უცხო ქვეყნის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი 16-დან 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში, ასევე ამ პირის ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს დაქორწინებულ პირთა ვინაობას და ქორწინების ფაქტს (ქორწინების თარიღის და ქორწინების განმახორციელებელი ორგანოს სახელწოდების მითითებით); ზ) ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ასევე შესაბამისი ცნობა/დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დაინტერესებული პირის მიერ ნების გამოხატვის ან გადაადგილების შეუძლებლობა. ხოლო, ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის/ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პირის ყოფნის ფაქტი უნდა დადასტურდეს დოკუმენტურად. 3. მე-11 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. რეგისტრაციის მიზნებისათვის წარსადგენი საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობის და პირის კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტის ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) წერილობითი დადასტურებისა და მათი გაფრთხილების ფორმებს საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.“. 4. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტოს თავმჯდომარის მიერ საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით დამტკიცებული ფორმის განცხადების წარდგენა ხდება რეგისტრაციის მიზნით განცხადება-ანკეტის წარდგენაზე უფლებამოსილ პირთა მიერ.“. 5. მე-13 მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები: „თ) ამ წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტითა და მე-20 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში წერილობით გააფრთხილონ მოწმეები, რომ მათი მხრიდან ცრუ ინფორმაციის მიწოდება ისჯება სისხლის სამართლის წესით. გაფრთხილების ტექსტი უნდა გადაიწეროს მოწმის მიერ ხელით და მას შემდეგ მოეწეროს ხელი;“; ი) საცხოვრისის მესაკუთრეს, მის მიერ განცხადების შეტანიდან 10 დღის ვადაში, გადასცეს იმ პირთა სია, რომლებიც ამ საცხოვრისში არიან რეგისტრირებული.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. განცხადება-ანკეტისა და სამახსოვრო ბარათის ფორმებს საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.“. 6. მე-14 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საკონტროლო ციფრის მიღების ფორმულას საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით განსაზღვრავს სააგენტოს თავმჯდომარე.“. 7. მე-19 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი: „კ) ამ წესის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც პირის რეგისტრაცია ბათილად იქნა ცნობილი.“. 8. მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ნებისმიერი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელშიც მითითებულია, რომ რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირი კონკრეტულ მისამართზე არ ცხოვრობს უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში. თუ განმცხადებელი იმ საცხოვრისის მესაკუთრე არ არის, სადაც რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირია რეგისტრირებული, განცხადებას უნდა ერთვოდეს ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) წერილობითი ახსნა-განმარტება, რომლითაც დასტურდება, რომ რეგისტრაციიდან მოსახსნელ პირს უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში არ უცხოვრია კონკრეტულ მისამართზე. რეგისტრაციიდან მოხსნის ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. თუ განმცხადებელი იმ საცხოვრისის მესაკუთრეა, სადაც რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირია რეგისტრირებული, მან უნდა წარმოადგინოს რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირის გარდა მის საცხოვრისში რეგისტრირებულ პირთა სია და ამ რიცხოვნობის დამადასტურებლად შესაბამისი კომუნალური მომსახურების (ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების) გადასახადების ქვითარი; დ) თუ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლების რეგისტრაციისას საცხოვრისის მესაკუთრის წერილობითი განცხადებით მოთხოვნილი იქნება მის საკუთრებაში არსებული საცხოვრისის მისამართზე რეგისტრირებული პირის რეგისტრაციიდან მოხსნა. რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გადმოგზავნილი მესაკუთრის განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. თუ აღნიშნულ ვადაში პირმა, რომლის რეგისტრაციიდან მოხსნის საკითხზეც მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება, წერილობითი ფორმით განაცხადა შესაბამის მისამართზე მისი ცხოვრების თაობაზე და აღნიშნული ასევე წერილობითი ფორმით დასტურდება ორი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის მიერ ამ წესის მე-11 მუხლის შესაბამისად, სააგენტოს ტერიტორიული სამსახური იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას რეგიტრაციიდან მოხსნაზე უარის თქმის შესახებ. განცხადების წარმდგენ პირს (საცხოვრისის მესაკუთრეს) უფლება აქვს სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე უარი განაცხადოს განცხადებაზე, რის საფუძველზეც სააგენტოს ტერიტორიული სამსახური იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე;“. 9. 21-ე მუხლის მე-2, 21 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პირი რეგისტრაციიდან მოხსნილად ითვლება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე ჩანაწერის შესრულების დღიდან, ხოლო წერილობითი გადაწყვეტილების გამოცემის შემთხვევაში – გადაწყვეტილების მიღების დღიდან. სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ჩანაწერი პირის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე უნდა შესრულდეს გადაწყვეტილების მიღებისთანავე.“. „21. მისამართზე რეგისტრირებულ პირთა შესახებ ცნობის გაცემის მიზნებისთვის პირი რეგისტრაციიდან მოხსნილად ითვლება რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დღიდან.“. „3. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ვალდებულია შეავსოს და სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს გადაუგზავნოს რეგისტრაციიდან მოხსნის ბარათი იმ პირის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე, რომლის რეგისტრაციის მონაცემები არ მოიპოვება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, თუმცა დოკუმენტურად დასტურდება მისი რეგისტრაციის ფაქტი. რეგისტრაციიდან მოხსნის ბარათის ფორმას საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.“. 10. 30-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. განცხადება-ანკეტის და სამახსოვრო ბარათის ფორმას საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.“. 11. 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. განცხადება-ანკეტისა და სამახსოვრო ბარათის ფორმებს საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.“. 12. 49-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. განმცხადებელს ადგილზე მომსახურების მოთხოვნის წარდგენისას შესაბამისი მომსახურების მიღების თაობაზე ნების გამოხატვის დადასტურების მიზნით, ხელმოსაწერად (ხელმოწერის შესაძლებლობის შემთხვევაში) გადაეცემა სააგენტოს თავმჯდომარის მიერ საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთნხმებით დამტკიცებული ფორმის სამახსოვრო ბარათი.“. 13. 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტო უზრუნველყოფს დამზადებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ტერიტორიული სამსახურისათვის დალუქული სახით გადაცემას და გადაცემული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების რაოდენობისა და ნომრების დიაპაზონის თაობაზე ინფორმაციის ასახვას სააგენტოს მონაცემთა ბაზაში. სააგენტოსგან მიღებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების თაობაზე ინფორმაცია, ზედდებულში აღნიშნული ნომრების და რაოდენობის მითითებით, ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ მკაცრი აღრიცხვის ბლანკების მიღების დღესვე აღირიცხება სააღრიცხვო ჟურნალში. ამავე ჟურნალში აღირიცხება მიღებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების განაწილება შესაბამის თანამდებობის პირებზე, ამ უკანასკნელთა გვარების, მათზე გაცემული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ნომრების და რაოდენობის მითითებით. სააღრიცხვო ჟურნალის ფორმას საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები