„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 06 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 60
დოკუმენტის მიმღები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/08/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/08/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 09/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.174.016102
60
07/08/2015
ვებგვერდი, 14/08/2015
040110030.35.174.016102
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 06 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №60

2015 წლის 7 აგვისტო

ქ. გორი

„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 06 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2  პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“  63-ე მუხლის  და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის    საკრებულო ს:

მუხლი 1
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 06 მარტის №23 დადგენილებით  (www.matsne.gov.ge  13/03/2015, 040110030.35.174.016065) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა)  მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

 „2. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხდება აუქციონის ფორმით ან პირდაპირი განკარგვის წესით, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ქონების დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 7,5%-ისა. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.“

ბ)  მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 9. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საფასურის  და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის წესი

1. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობას მოქმედი კანონმდებლობის, ნორმატიული აქტების და დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის  შესაბამისად განსაზღვრავს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო ქირის წლიურ საფასურს-ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი საკრებულოს თანხმობით, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ქონების  დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 7,5%-ისა.

2. ქონების სასყიდლით სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყის წლიურ საფასურს,  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით განსაზღვრავს საკრებულო ამ წესის განსაზღვრული საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 7,5% - ისა.

3. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისთვის ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლით სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემისას, ქირის წლიური საფასური განისაზღვრება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის მიერ, საკრებულოს თანხმობით არანაკლებ ქონების  საწყისი საპრივატიზებო საფასურის 7,5 %-ისა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაპუნა კობერიძე