დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 56 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 07/08/2015 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/08/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.174.016098 |
|
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა” ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 დეკემბრის №40 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 25/12/2014; 190020020.35.174.016040) „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 1. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი, თანდართული რედაქციით:
ბ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 2. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
გ) დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 7. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 14378,9 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
დ) დადგენილების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 8. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 4702,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 5432,0 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 730.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ე) დადგენილების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 9. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
ვ) დადგენილების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 10. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 2630,7 ათასი ლარის ოდენობით. ზ) დადგენილების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 11. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -2848,4 ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 2848,4 ათასი ლარის ოდენობით. თ) დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზების მოვლა, ქალაქის დაზიანებული გზების ორმოული შეკეთება და რეაბილიტაცია, სიჩქარის შემზღუდველების მოწყობა, გზების დახაზვა, პირობითი საგზაო ნიშნების მოწყობა, ქუჩების მოვლა ზამთრის სეზონზე. ი) დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ა.ა) გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 01 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზების მოვლა, ქალაქის დაზიანებული გზების ორმოული შეკეთება და რეაბილიტაცია, სიჩქარის შემზღუდველების მოწყობა, გზების დახაზვა, პირობითი საგზაო ნიშნების მოწყობა. განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ გორში წმინდაწყლის დასახლებაში არსებული ქუჩების, შევჩენკოს და ლეონიძის ქუჩების, თამარ მეფის ქუჩის მონაკვეთის, ღამბარაულის ქუჩის, სადგურის დასახლებაში არსებული ქუჩათა ქსელის და სასაფლაოს მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. კ) დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ბ.გ) საკანალიზაციო სისტემის მოწყობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია გურამიშვილის ქუჩის სანიაღვრე არხის და სადგურის დასახლების საკანალიზაციო ქსელის მოწყობის (III ეტაპი) სამუშაოების დასრულება. განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში დაგეგმილია ატენის ქუჩის და გვერდწითელის ქუჩის სანიაღვრე სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება. ატენის ქუჩის სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია სარეზერვო ფონდიდან. ლ) დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: გ.ბ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების, სახურავების და ლიფტების რეაბილიტაცია და ეზოების კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 03 05) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია გასული წლის ვალდებულების ფარგლებში ქალაქ გორში მოსკოვის ქუჩაზე №1-ბ საერთო საცხოვრებელი სახლის კანალიზაციის რეაბილიტაციის დაფინანსების დავალიანების დაფარვა. ასევე ქალაქ გორში, კომბინატის დასახლებაში მოსკოვის ქუჩის №10-ში მდებარე მრავალბინიანი საერთო საცხოვრებელი სახლის ჭერის აღდგენა სარეზერვო ფონდიდან. მ) დადგენილების მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი17. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები