„2015 წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №1109 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„2015 წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №1109 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1614
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019750
  • Word
1614
23/07/2015
ვებგვერდი, 14/08/2015
000000000.00.003.019750
„2015 წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №1109 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1614

2015 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

 „2015 წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №1109 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „2015 წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №1109 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება:

ა) განკარგულების პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს სამინისტროებისა და მათ კონტროლს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მათთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 2015 წლის:

ა) იანვარ-მარტში გამოცხადებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომია შეადგენს 15 416 983 (თხუთმეტი მილიონ ოთხას თექვსმეტი ათას ცხრაას ოთხმოცდასამი) ლარს (დანართი №1);

ბ) აპრილ-ივნისში გამოცხადებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომია შეადგენს 12 876 331 (თორმეტი მილიონ რვაას სამოცდათექვსმეტი ათას სამას ოცდათერთმეტი) ლარს (დანართი №2).

2. საქართველოს სამინისტროებსა და მათ კონტროლს დაქვემდებარებულ საბიუჯეტო ორგანიზაციებს მიეცეთ უფლება, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ეკონომია მიმართონ მათ მიერ განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“;

ბ) განკარგულებას დაემატოს დანართი №2 თანდართული რედაქციით.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი

დანართი №2

 

ლარებში

 

დასახელება

წარმოქმნილი ეკონომია

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

51,223.4

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

658,632.1

 მ.შ. სსიპ − სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები

44,472.6

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

3,177,841.0

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

320,273.8

მ.შ. საქართველოს პროკურატურა

42,456.0

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო

370,017.5

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

18,696.0

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

566,662.6

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

2,562,738.0

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

2,396,147.2

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

248,801.9

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

399,607.3

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

394,852.1

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

110,930.6

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო

1,264,422.5

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

141,141.2

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

194,344.0

სულ

12,876,331.3