„ქალაქ რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის №226 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 106
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/08/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/08/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 03/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 330090020.35.160.016316
106
11/08/2015
ვებგვერდი, 13/08/2015
330090020.35.160.016316
„ქალაქ რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის №226 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №106

2015 წლის 11 აგვისტო

ქ. რუსთავი

„ქალაქ რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის №226 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის №226 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 27.06.2014 წ., 330090020.35.160.016209) დამტკიცებულ დანართში „კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკა“   შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღლაკელიძე

დანართი

1. პირამიდის მიმდებარე ტერიტორიას მიენიჭოს (სსზ 4) და მოეხსნას საპროექტო ზონის სტატუსი.

2. ფალიაშვილის ქუჩისა და პარკის  მიმდებარე ტერიტორიას მოეხსნას საპროექტო ზონის  სტატუსი და დარჩეს ზონა  სზ-3.

3. მე-16 და მე-17 მ/რ -ის შორის არსებულ ტერიტორიას  მოეხსნას საპროექტო ზონის სტატუსი  და დარჩეს (სსზ 3).

4. ლომოურის ქუჩისა და მე-7 მ/რ-ის  მ/ტ-ს ცენტრალური ნაწილი დარჩეს საპროექტო ზონად, ხოლო მის ირგვლივ მდებარე ტერიტორიას მოეხსნას საპროექტო ზონის სტატუსი. 

5. ქალაქის შემოსასვლელში ტერიტორიას (ყოფილი სასათბურე მეურნეობის ნაწილი( ს/კ 02.08.01.037) მოეხსნას   სსზ-1 და შეიცვალოს ს-1-ით და  მოეხსნას საპროექტო ზონის სტატუსი.

6. მე-7 მ/რ -ის მ/ტ-ზე მოეხსნას რზ-1 და მიენიჭოს  სზ-5.

7. შარტავას გამზირზე (ღვინის სახლის მ/ტ)  ტერიტორიის ნაწილს მოეხსნას რზ-1 და მიენიჭოს სზ-6, ამასთან, გაუქმდეს გენგეგმით გათვალისწინებული, მიწის ნაკვეთებზე გამავალი გზა.

8. მერიის შენობის მოპირდაპირედ არსებულ რეკრეაციულ ზონაში მოქალაქეს საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე მიეცეს შესაბამისი კოეფიციენტით კაფეს აშენების ნებართვა.

9. ჭყონდიდელის დასახლებაში, რჩეულიშვილის ქუჩის №2, №4 და №6 კორპუსების მიმდებარედ   და მე-11 მ/რ-ის მ/ტ-ზე რზ-1 შეიცვალოს სზ-5-ად.