დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის და საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1572 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 20/07/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/08/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019746 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1572
2015 წლის 20 ივლისი
ქ. თბილისი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის და საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სს „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილმა კომპანიამ შპს „რუხის სავაჭრო ცენტრმა“ და სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის და საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებისა და საზედამხედველო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესყიდვა განხორციელდეს სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სახსრებიდან 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო დანარჩენი ხარჯები (მათ შორის, სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კუთვნილი შენობა-ნაგებობის მშენებლობის ხარჯები) გაწეულ იქნეს შპს „რუხის სავაჭრო ცენტრის“ მიერ.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
დოკუმენტის კომენტარები