სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ფიზიკური პირებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ფიზიკური პირებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1571
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019740
  • Word
1571
20/07/2015
ვებგვერდი, 11/08/2015
000000000.00.003.019740
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ფიზიკური პირებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1571

2015 წლის 20 ივლისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ფიზიკური პირებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების დანართში მითითებულ ფიზიკურ პირებს პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, 1 (ერთი) ლარად საკუთრებაში გადაეცეთ ამავე დანართით განსაზღვრული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება.

2. საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეში;

ბ) ამ განკარგულების დანართში მითითებული ფიზიკური პირების მხრიდან სახელმწიფოს მიმართ ქონებრივი ან სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე, ყოველგვარ მოთხოვნაზე, საჩივარზე, სარჩელზე უარის თქმა, როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, ისე ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ან/და არბიტრაჟში.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი

დანართი

 

მოძრავი ქონების დასახელება

შემძენი

1

ავტომობილი „MERCEDES-BENZ ML 350“,

ს/კ 4JGBB86E06A051596 და ავტომობილი „HYUNDAI SONATA“

ს/კ KMHEC41CBBA193230

გიორგი რეხვიაშვილი

პ/ნ 01008021177

2

ავტომობილი „VOLKSVAGEN PASSAT 3 CC“

ს/კ WVWZZZ3CZBE734703

პაატა რატიანი

პ/ნ 12001006400

3

ავტომობილი „VOLKSVAGEN PASSAT“

ს/კ WVWZZZ3CZCP009401

პარსამ ზალინიანი

პ/ნ 01011015216

4

ავტომობილი „LAND ROVER SPORT“,

ს/კ SALSK25409A192448 და ავტომობილი „CHRYSLER 300 M“ ს/კ 2C3JA53G55H592526

გივი თოდაძე

პ/ნ 13001020020