საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1568
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019739
  • Word
1568
17/07/2015
ვებგვერდი, 11/08/2015
000000000.00.003.019739
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1568

2015 წლის 17 ივლისი

ქ. თბილისი

სს „კავკასიის მინერალებზე“ გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანაზე სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 71 მუხლის 13 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ − ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2012 წლის 14 მარტის №13/168 ბრძანების საფუძველზე, სს „კავკასიის მინერალებზე“ გაცემული სასარგებლო წიაღისეულის (ფერადი, კეთილშობილი და იშვიათი მეტალები) მოპოვების ლიცენზიაში შეიტანოს ცვლილება და სასარგებლო წიაღისეულის შესწავლისა და მარაგების ანგარიშის წარდგენის ვადად განსაზღვროს ლიცენზიის გაცემიდან 96 (ოთხმოცდათექვსმეტი) თვე.

2. სს „კავკასიის მინერალები“ ვალდებულია, უზრუნველყოს ამ განკარგულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულება ამავე დანართით განსაზღვრულ ვადებში.

პრემიერ-მინისტრი ი ღარიბაშვილი