დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სამტრედიის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1692 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019738 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1692
2015 წლის 3 აგვისტო
ქ. თბილისი
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, შიდა სასოფლო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, სამტრედიის მუნიციპალიტეტი სამი თვის ვადით გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის (გამოფიტული ტუფობრექჩია, ტუფო-ქვიშაქვა) მოპოვების ლიცენზიისაგან სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, შემდეგ X და Y კოორდინატების საზღვრებში:
ა) სოფ. საჯავახოს მიმდებარე ტერიტორია − 1200 მ3 გამოფიტული ტუფობრექჩია:
| № | X | Y |
| 1 | 277787 | 4663346 |
| 2 | 277789 | 4663352 |
| 3 | 277804 | 4663351 |
| 4 | 277813 | 4663347 |
| 5 | 277809 | 4663338 |
| S = 0.02 ჰა | ||
| WGS 1984; | ||
ბ) სოფ. ოფრეთის მიმდებარე ტერიტორია − 3500 მ3 გამოფიტული ტუფობრექჩია:
| № | X | Y |
| 1 | 285554 | 4660049 |
| 2 | 285583 | 4660020 |
| 3 | 285594 | 4660002 |
| 4 | 285580 | 4659999 |
| 5 | 285581 | 4659979 |
| 6 | 285572 | 4659978 |
| 7 | 285532 | 4660026 |
| S = 0.21 ჰა | ||
| WGS 1984; | ||
გ) სოფ. გამოჩინებულის მიმდებარე ტერიტორია − 800 მ3 გამოფიტული ტუფობრექჩია:
| № | X | Y |
| 1 | 277880 | 4660893 |
| 2 | 277886 | 4660903 |
| 3 | 277908 | 4660891 |
| 4 | 277901 | 4660880 |
| S = 0.03 ჰა | ||
| WGS 1984; | ||
დ) სოფ. ტოლების მიმდებარე ტერიტორია − 4000 მ3 გამოფიტული ტუფო-ქვიშაქვა:
| № | X | Y |
| 1 | 271913 | 4662358 |
| 2 | 271946 | 4662349 |
| 3 | 271934 | 4662325 |
| 4 | 271907 | 4662332 |
| S = 0.08 ჰა | ||
| WGS 1984. | ||
2. ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი - სამტრედიის მუნიციპალიტეტი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნებით (გეოსაინფორმაციო პაკეტები) განსაზღვრული პირობების შესრულება;
ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის;
გ) ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ამ განკარგულების მე-3 პუნქტით განსაზღვრული თანხის გადახდა.
3. დებულების 74 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის დადგინდეს განსხვავებული გადასახდელი თანხა, შემდეგი ოდენობით:
ა) სოფ. საჯავახოს მიმდებარე ტერიტორიაზე 1200 მ3 გამოფიტული ტუფობრექჩიის მოპოვებისთვის - 1200 (ათას ორასი) ლარი;
ბ) სოფ. ოფრეთის მიმდებარე ტერიტორიაზე 3500 მ3 გამოფიტული ტუფობრექჩიის მოპოვებისთვის - 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარი;
გ) სოფ. გამოჩინებულის მიმდებარე ტერიტორიაზე 800 მ3 გამოფიტული ტუფობრექჩიის მოპოვებისთვის - 800 (რვაასი) ლარი;
დ) სოფ. ტოლების მიმდებარე ტერიტორიაზე 4000 მ3 გამოფიტული ტუფო-ქვიშაქვის მოპოვებისთვის - 4000 (ოთხი ათასი) ლარი.
4. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).
5. სამტრედიის მუნიციპალიტეტმა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები