დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში მძიმეწონიანი მანქანების ავტოსადგომის მოწყობის განვითარების პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობების შესახებ ინფორმაციის მოწონებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1691 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019737 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №169 1
2015 წლის 3 აგვისტო
ქ. თბილისი
სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში მძიმეწონიანი მანქანების ავტოსადგომის მოწყობის განვითარების პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობების შესახებ ინფორმაციის მოწონებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, მოწონებულ იქნეს სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში მძიმეწონიანი მანქანების ავტოსადგომის მოწყობის განვითარების პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობების (შემდგომში − მოწვევის პირობები) შესახებ წარმოდგენილი ინფორმაცია.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში მძიმეწონიანი მანქანების ავტოსადგომის მოწყობის განვითარების პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განმხილველი კომისიის (შემდგომში − კომისია) შექმნა კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენელთა მონაწილეობით.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ , საჭიროების შემთხვევაში , უზრუნველყოს მოწვევის პირობებისა და შესაბამისი ვადების კორექტირება, კომისიასთან შეთანხმებით.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები