დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ეარფლეინ ტექნიკსისთვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მოწონების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1690 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019736 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1690
2015 წლის 3 აგვისტო
ქ. თბილისი
„შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ეარფლეინ ტექნიკსისთვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მოწონების თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანდართული ინფორმაცია შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე 20 158 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.19.30.001.206) და ქ. თბილისში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე 23 366 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.19.30.001.205) სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით, ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის თარიღიდან 24 თვის განმავლობაში, ყოველთვიური გადასახადის - 4 000 (ოთხი ათასი) ლარის (დღგ-ის გარეშე) სანაცვლოდ, ხოლო აღნიშნული 24 თვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ - ყოველთვიური გადასახადის 22 000 (ოცდაორი ათასი) ლარის (დღგ-ის გარეშე) სანაცვლოდ, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 49 (ორმოცდაცხრა) წლის ვადით, შპს „ეარფლეინ ტექნიკსისთვის“ გადაცემის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები