საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონებისა და მის ბალანსზე რიცხული სასადილოს ინვენტარის აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1686
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019711
  • Word
1686
03/08/2015
ვებგვერდი, 14/08/2015
000000000.00.003.019711
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონებისა და მის ბალანსზე რიცხული სასადილოს ინვენტარის აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1686

2015 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონებისა და მის ბალანსზე რიცხული სასადილოს ინვენტარის აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

 „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიეცეს თანხმობა, მის სარგებლობაში არსებული, ქ. თბილისში, უნივერსისტეტის ქ. 2-ში მდებარე 375 კვ.მ უძრავი ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 01.14.06.008.080) და მის ბალანსზე რიცხული სასადილოს ინვენტარის აუქციონის გარეშე, სასყიდლით შპს „ZINI“-სთვის (ს/კ 430797836), 2015 წლის პირველი აგვისტოდან 2016 წლის პირველ აგვისტომდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემის თაობაზე და სარგებლობაში გადაცემის ყოველთვიურ საფასურად განისაზღვროს 850 (რვაას ორმოცდაათი) ლარი.

პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი