დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობას, ქალაქ ბათუმის მერიასა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის გასაფორმებელი გლობალური გარემოს დაცვის ფონდის (GEF) საგრანტო პროექტის − „საქართველო: მწვანე ქალაქები: მდგრადი ინტეგრირებული ტრანსპორტის სისტემა ქალაქ ბათუმისა და აჭარის რეგიონისათვის“ მოწონების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1681 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019716 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1681
2015 წლის 31 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობას, ქალაქ ბათუმის მერიასა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის გასაფორმებელი გლობალური გარემოს დაცვის ფონდის (GEF) საგრანტო პროექტის − „საქართველო: მწვანე ქალაქები: მდგრადი ინტეგრირებული ტრანსპორტის სისტემა ქალაქ ბათუმისა და აჭარის რეგიონისათვის“ მოწონების თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, ქალაქ ბათუმის მერიასა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის გასაფორმებელი გლობალური გარემოს დაცვის ფონდის (GEF) საგრანტო პროექტი „საქართველო: მწვანე ქალაქები: მდგრადი ინტეგრირებული ტრანსპორტის სისტემა ქალაქ ბათუმისა და აჭარის რეგიონისათვის“.
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს, გიგლა აგულაშვილს, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწეროს საქართველოს მთავრობას, ქალაქ ბათუმის მერიასა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის გასაფორმებელ გლობალური გარემოს დაცვის ფონდის (GEF) საგრანტო პროექტს − „საქართველო: მწვანე ქალაქები: მდგრადი ინტეგრირებული ტრანსპორტის სისტემა ქალაქ ბათუმისა და აჭარის რეგიონისათვის“.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები