დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კლინიკების განვითარების პროექტის განხორციელების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 ივლისის №1588 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1677 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019721 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №167 7
2015 წლის 3 1 ივლისი
ქ. თბილისი
„კლინიკების განვითარების პროექტის განხორციელების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 ივლისის №1588 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „კლინიკების განვითარების პროექტის განხორციელების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 ივლისის №1588 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით განსაზღვრული კომისიის შემადგენლობაში (დანართი №1) საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს − ეკონომიკური საბჭოს მდივნის მოადგილის ნაცვლად შეყვანილ იქნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს − ეკონომიკური საბჭოს წარმომადგენელი.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები