დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ − ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის ფასანაურის სატყეო უბნის დუშეთის სატყეოს კვარტალ №20-ის ლიტერ №2ა-ში 960 კვ.მ მიწის ფართობზე სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1676 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019722 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1676
2015 წლის 3 1 ივლისი
ქ. თბილისი
სსიპ − ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის ფასანაურის სატყეო უბნის დუშეთის სატყეოს კვარტალ №20-ის ლიტერ №2ა-ში 960 კვ.მ მიწის ფართობზე სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლის, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული ტყითსარგებლობის წესის მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 57-ე მუხლის შესაბამისად, სსიპ − ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის ფასანაურის სატყეო უბნის დუშეთის სატყეოს კვარტალ №20-ის ლიტერ №2ა-ში 960 კვ.მ მიწის ფართობზე სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობის ვადა განისაზღვროს 10 (ათი) წლით.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები