დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „სილქნეტისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1669 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019729 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1669
2015 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
სს „სილქნეტისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლის, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის 271 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 274 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად:
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის განთავსების მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ, კოლხეთის სატყეო უბნის ჭურიის სატყეოს კვარტალ №5-ის, ლიტერ №1 და №25-ში და მის მიმდებარედ არსებულ ყოფილ საკოლმეურნეო ტყეში (დანართი) მდებარე მიწის ფართობზე (სულ - 248 კვ.მ) სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის (ხე-მცენარეების ჭრის უფლების გარეშე) ვადა სს „სილქნეტს“ (ს/კ 204566978) განესაზღვროს 49 (ორმოცდაცხრა) წლით.
2. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისთვის საკომპენსაციო ღონისძიების სახით, სს „სილქნეტმა“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - ეროვნულ სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის, კოლხეთის სატყეო უბნის ჭურიის სატყეოს კვარტალ №5-ის ლიტერ №19-ში, სპეციალური დანიშნულებით სარგებლობას დაქვემდებარებულ ტოლფას ფართობზე (248 კვ.მ), 2015 წლის 15 სექტემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, უზრუნველყოს ტყის აღდგენის ღონისძიება - ტყის კულტურების გაშენება (მთის ნეკერჩხლის დარგვით).
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილ ი
დანართი
| კოლხეთის უბანში სს „სილქნეტზე“ სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობისთვის გათვალისწინებული სახელმწიფო ტყის ფონდის ფართობების ნუსხა | ||||
| სატყეო უბანი | სატყეო | კვარტალი № | ლიტერი № | ფართობი კვ.მ |
| კოლხეთი | ჭურია | ყოფ.საკოლმეურნეო ტყე |
| 70 |
| კოლხეთი | ჭურია | ყოფ.საკოლმეურნეო ტყე |
| 95 |
| კოლხეთი | ჭურია | 5 | 25 | 40 |
| კოლხეთი | ჭურია | 5 | 1 | 43 |
| სულ: | 248 | |||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები