თიანეთის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

  • Word
თიანეთის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1668
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019730
  • Word
1668
30/07/2015
ვებგვერდი, 14/08/2015
000000000.00.003.019730
თიანეთის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1668

2015 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

თიანეთის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (შემდგომში - დებულება) 74 მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, მდინარე იორის ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელების მიზნით, თიანეთის მუნიციპალიტეტი სამი თვის ვადით გათავისუფლდეს ამ განკარგულების დანართით განსაზღვრული სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეში) მოპოვების ლიცენზიისაგან თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დანართით განსაზღვრული X და Y კოორდინატების ფარგლებში.

2. ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი - თიანეთის მუნიციპალიტეტი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნებით (გეოსაინფორმაციო პაკეტები) განსაზ­ღვრული პირობების შესრულება;

ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის;

გ) დებულების 74 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი ოდენობის თანხების გადახდა:

გ.ა) სოფ. ღორღას მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. იორი) – 1000 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის - 174 (ას სამოცდათოთხმეტი) ლარი;

გ.ბ) სოფ. ღორღას მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. იორი) – 1000 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის - 174 (ას სამოცდათოთხმეტი) ლარი;

გ.გ) სოფ. ღორღას მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. იორი) – 1000 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის - 174 (ას სამოცდათოთხმეტი) ლარი;

გ.დ) სოფ. ბოდახევას მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. იორი) – 1700 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის - 296 (ორას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარი;

გ.ე) სოფ. ბოდახევას მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. იორი) – 1700 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის - 296 (ორას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარი.

3. თიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).

4. თიანეთის მუნიციპალიტეტმა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის განმავლობაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

 

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი

 

დანართი

 

1. სოფ. ბოდახევას მიმდებარე ტერიტორია (მდ. იორი) – 1700 მ3 ქვიშა-ხრეში:

 

X

Y

1

498553

4671988

2

498524

4671988

3

498549

4672021

4

498564

4672054

5

498575

4672053

6

498591

4672051

S = 0,17 ჰა

WGS 1984.

 

 2. სოფ. ბოდახევას მიმდებარე ტერიტორია (მდ. იორი) – 1700 მ3 ქვიშა-ხრეში:

 

X

Y

1

498687

4672115

2

498723

4672153

3

498748

4672132

4

498710

4672093

S = 0,17 ჰა

WGS 1984.

 

3. სოფ. ღორღას მიმდებარე ტერიტორია (მდ. იორი) – 1000 მ3 ქვიშა-ხრეში:

 

X

Y

1

501182

4677102

2

501195

4677124

3

501227

4677102

4

501200

4677079

S = 0,1 ჰა

WGS 1984.

 

4. სოფ. ღორღას მიმდებარე ტერიტორია (მდ. იორი) – 1000 მ3 ქვიშა-ხრეში:

 

X

Y

1

500490

4675798

2

500519

4675796

3

500515

4675761

4

500486

4675763

S = 0,1 ჰა

WGS 1984.

 

 

5. სოფ. ღორღას მიმდებარე ტერიტორია (მდ. იორი) – 1000 მ3 ქვიშა-ხრეში:

 

X

Y

1

500467

4675674

2

500453

4675673

3

500444

4675693

4

500445

4675710

5

500452

4675715

6

500461

4675715

7

500466

4675717

8

500470

4675710

9

500474

4675687

S = 0,10 ჰა

WGS 1984.