„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „შატო მუხრანისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 ივნისის №1092 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1666
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019733
  • Word
1666
30/07/2015
ვებგვერდი, 13/08/2015
000000000.00.003.019733
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „შატო მუხრანისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 ივნისის №1092 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1666

2015 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „შატო მუხრანისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 ივნისის №1092 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „შატო მუხრანისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 ივნისის №1092 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 (თვრამეტი) თვის ვადაში №72.09.14.011 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული სამოქალაქო თავდაცვის ნაგებობისათვის (შენობა №1, საერთო ფართით − 580,44 კვ.მ და შენობა №2, საერთო ფართით − 137 კვ.მ), დანიშნულებისამებრ ფუნქციონირების მიზნით, სამშენებლო ან/და რეკონსტრუქციის სამუშაოების ჩატარება და რემონტი;“.

2. სს „შატო მუხრანმა,“ მასზე დაკისრებული საპრივატიზებო პირობების შესრულების, ასევე მათი დარღვევის შემთხვევაში დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად, ამ განკარგულების საფუძველზე, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, უზრუნველყოს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „შატო მუხრანისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 ივნისის №1092 განკარგულების მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარდგენილი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გაგრძელება 2016 წლის 25 ივნისის ჩათვლით ან არანაკლებ 10 700 (ათი ათას შვიდასი) ლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა, რომლის მოქმედების ვადა განსაზღვრული იქნება 2016 წლის 25 ივნისის ჩათვლით.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი