შპს „კასლეთი 2-ისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ

  • Word
შპს „კასლეთი 2-ისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1665
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019732
  • Word
1665
30/07/2015
ვებგვერდი, 14/08/2015
000000000.00.003.019732
შპს „კასლეთი 2-ისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №166 5

2015 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

შპს „კასლეთი 2-ისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლის, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის 271  მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 274 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად:

1. მესტიის მუნიციპალიტეტში „კასლეთი 2“ ჰესის ჰიდროკვანძების: მილსადენის, მისასვლელი გზისა და ელექტროგადამცემი კომუნიკაციების განთავსების მიზნით, სსიპ − ეროვნული სატყეო სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) მართვას დაქვემდებარებულ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის, ხაიშის სატყეო უბანში მდებარე 20 678 კვ.მ მიწის ფართობზე (დანართი) (ხე-მცენარეების ჭრის უფლებით), სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადა შპს „კასლეთი 2-ს“ (ს/ნ 406107118) განესაზღვროს 49 (ორმოცდაცხრა) წლით.

2. შპს „კასლეთი 2“ ვალდებულია, სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისთვის, საკომპენსაციო ღონისძიების სახით, სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის, ხაიშის სატყეო უბნის ხაიშის სატყეოს №25 კვარტლის №18 ლიტერში, სპეციალური დანიშნულებით სარგებლობას დაქვემდებარებულ ტოლფას ფართობზე (20 678 კვ.მ) 2015 წლის 15 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე უზრუნველყოს ტყის აღდგენის ღონისძიება − ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა (შეღობვით).

 პრემიერ-მინისტრი  ირაკლი ღარიბაშვილი