სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლოპოტა ტურ სერვისისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლოპოტა ტურ სერვისისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1654
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019700
  • Word
1654
30/07/2015
ვებგვერდი, 14/08/2015
000000000.00.003.019700
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლოპოტა ტურ სერვისისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1654

2015 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლოპოტა ტურ სერვისისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ყვარლის რაიონში, სოფელ ნაფარეულის მიმდებარედ არსებული 813 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №57.99.51.032) და ყვარლის რაიონში, სოფელ ნაფარეულის მიმდებარედ არსებული 175 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №57.99.51.031) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 7375 (შვიდი ათას სამას სამოცდათხუთმეტი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „ლოპოტა ტურ სერვისს“ (ს/კ 431165972).

2. საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეში.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი