სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ზოგიერთი ღონისძიებების გატარების თაობაზე

  • Word
სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ზოგიერთი ღონისძიებების გატარების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1651
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019697
  • Word
1651
30/07/2015
ვებგვერდი, 14/08/2015
000000000.00.003.019697
სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ზოგიერთი ღონისძიებების გატარების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1651

2015 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ზოგიერთი ღონისძიებების გატარების თაობაზე

1. „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, დაევალოს სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან უზრუნველყოს არა უმეტეს 4426 (ოთხი ათას ოთხას ოცდაექვსი) ლარის გამოყოფა ა(ა)იპ − კავკასიის ვეტერანთა ცენტრისათვის (ს/კ 404924720) გადასაცემად, მსოფლიო ვეტერანთა ფედერაციის საწევროს გადახდის მიზნით.

2. ეთხოვოს ა(ა)იპ − კავკასიის ვეტერანთა ცენტრს, 2015 წლის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია ამ განკარგულების შესაბამისად გამოყოფილი თანხის მიზნობრიობის შესახებ.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი