დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1649 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019694 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1649
2015 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ
1. ნება დაერთოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან მიმართოს:
ა) 126 300 (ას ოცდაექვსი ათას სამასი) ლარი ქ. თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე, კორპუსი №4-ის (ბაგების სტუდქალაქი, კორპ. №4), იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთათვის გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში საკუთრებაში გადაცემული ობიექტის ელექტრომომარაგების შიდა ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის;
ბ) 42 000 (ორმოცდაორი ათასი) ლარი ქ. ხაშურში, სააკაძის ქ. №2-ში, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით რეაბილიტაციის პროცესში მყოფი შენობის წყალმომარაგების სისტემის (ჭაბურღილის) მოწყობის სამუშაოებისათვის.
2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვა განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის მეშვეობით.
პრემიერ-მინისტრი ი.ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები