სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ

  • Word
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1647
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019696
  • Word
1647
30/07/2015
ვებგვერდი, 14/08/2015
000000000.00.003.019696
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1647

2015 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა (შემდგომში - ფონდი), მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, „რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის დამატებითი დაფინანსება (WB)“ - პროექტის ფარგლებში განახორციელა ქალაქ ონში ჩაჩაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია. მსოფლიო ბანკის თანადაფინანსების ნაწილიდან აღნიშნული პროექტის ფულადი ვალდებულებების დაფარვის ვადა დასრულდა 2015 წლის 30 აპრილს. კონტრაქტორისათვის გადასახდელი თანხა შეადგენს 13 382.91 (ცამეტი ათას სამას ოთხმოცდაორი ლარი და ოთხმოცდათერთმეტი თეთრი) ლარს.

2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ფონდმა უზრუნველყოს კონტრაქტორისათვის 13 382.91 (ცამეტი ათას სამას ოთხმოცდაორი ლარი და ოთხმოცდათერთმეტი თეთრი) ლარის გადახდა „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის დამატებითი დაფინანსება (WB)“ - ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 03 03) გათვალისწინებული „საბიუჯეტო სახსრების“ ასიგნებებიდან.

პრემიერ - მინისტრი ი. ღარიბაშვილი