ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 იანვრის N2 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულებაში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 იანვრის N2 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულებაში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/08/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/08/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 31/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.121.016177
33
07/08/2015
ვებგვერდი, 13/08/2015
010250050.35.121.016177
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 იანვრის N2 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულებაში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
ვანის მუნიციპალიტეტი
 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2015 წლის 7 აგვისტო

ქ. ვანი

 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 იანვრის №2 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულებაში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსის’’ 24-ე  მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ’’ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსი“  63-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის  შესაბამისად,  ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ  იქნეს  ცვლილებები  ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 იანვრის №2 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის და არქიტექტურის სამსახურის დებულებაში“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 14.01.2015 წელი, 010250050.35.121.016146). კერძოდ:

 ა) პირველი მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

„2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“; საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსის; საქართველოს კანონის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“, „მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009  წლის  24  მარტის  №57 დადგენილების, საქართველოს სხვა კანონებისა და მათგან გამომდინარე სხვა ნორმატიული აქტების, აგრეთვე საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა  და გამგებლის სამართლებრივი აქტების საფუძველზე, დადგენილი წესის შესაბამისად.“

ბ) მე-7 მუხლის  მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

„ბ) საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ შესაბამისად განახორციელოს ზომები მუნიციპალიტეტის მასშტაბით სამშენებლო საქმიანობის დარღვევაზე.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი