დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სოკარ ჯორჯია გაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1633 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019683 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1633
2015 წლის 28 ივლისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სოკარ ჯორჯია გაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების №1 დანართში მითითებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 3 722 058.92 (სამი მილიონ შვიდას ოცდაორი ათას ორმოცდათვრამეტი ლარი და ოთხმოცდათორმეტი თეთრი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“ (ს/კ №202403121).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა ამ განკარგულების №2 დანართით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით;
ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, ამ განკარგულების №3 დანართში მითითებული აბონენტებიდან იმ აბონენტების, რომლებიც მოითხოვენ და გააკეთებენ განაცხადს ბუნებრივი აირის გამანაწილებელ ქსელებზე დაერთებაზე, ამავე დანართით განსაზღვრულ, ბუნებრივი აირის გამანაწილებელ ქსელებზე უსასყიდლოდ მიერთება, „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული წესებით გათვალისწინებულ ვადებში;
გ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, არა უგვიანეს 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში, ამ განკარგულების №3 დანართში მითითებულ, ბუნებრივი აირის გამანაწილებელ ქსელებზე, ამავე დანართით განსაზღვრული იმ აბონენტების უსასყიდლოდ მიერთება, რომლებიც არ გააკეთებენ განაცხადს დაერთებაზე.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები