შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „აჭარ ენერჯი-2007“-სათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „აჭარ ენერჯი-2007“-სათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1630
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019675
  • Word
1630
24/07/2015
ვებგვერდი, 14/08/2015
000000000.00.003.019675
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „აჭარ ენერჯი-2007“-სათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1630

2015 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „აჭარ ენერჯი-2007“-სათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართში მითითებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 (ორმოცდაცხრა) წლის ვადით, უსასყიდლო აღნაგობის უფლებით, გადასცეს შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ს (ს/კ №245591426).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს შპს „აჭარ ენერჯი 2007“-ის მიერ ამ განკარგულების დანართში მითითებული უძრავი ქონების გამოყენება საქართველოს მთავრობას, შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ს, შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს „ენერგოტრანსს“ შორის 2011 წლის პირველ ივლისს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით (2015 წლის 31 იანვარს გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრული ცვლილებების გათვალისწინებით) განსაზღვრული ჰიდროელექტროსადგურების - კირნათისა და ხელვაჩაური I-ის მშენებლობის, ოპერირების და ფლობის მიზნით.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი