საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1414
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/04/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 17, 23/04/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.001.819
  • Word
1414
22/04/2005
სსმ, 17, 23/04/2005
200.000.000.05.001.001.819
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გადასახადის გადამხდელის წინააღმდეგ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის გამო;“.

2. 121-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საგადასახადო შემოწმების შედეგად დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი მასალები დაუყოვნებლივ გადაეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარეობის მიხედვით. ამასთან, საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაიწყება, თუ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში დაიფარება დამატებით გადასახადელად დაკისრებული გადასახადის ძირითადი თანხა და სანქციების თანხა.“.

3. 131-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გადასახადის გადამხდელის\საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის განზრახ წარუდგენლობა გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, კერძოდ, საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვიდან 1 წელზე მეტი ხნით საგადასახადო დეკლარაციის წარუდგენლობა, თუ ასეთი მოქმედების შედეგად გადაუხდელი გადასახადის თანხა აღემატება გადასახდელი გადასახადის 25 პროცენტს და 100 000 ლარს, განიხილება გადასახადის გადახდისაგან თავის არიდებად და იწვევს პასუხიმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაიწყება, თუ „საგადასახადო მოთხოვნის“ მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში დაიფარება დამატებით გადასახდელად დაკისრებული გადასახადების ძირითადი თანხა და სანქციების თანხა.“.

4. 132-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისას, თუ დამალული გადასახადების ოდენობა აღემატება გადასახდელი გადასახადის 25 პროცენტს და 100 000 ლარს, განიხილება დიდი ოდენობით გადასახადებისაგან თავის არიდებად და იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაიწყება, თუ „საგადასახადო მოთხოვნის“ მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში დაიფარება დამატებით გადასახდელად დაკისრებული გადასახადების ძირითადი თანხა და სანქციების თანხა.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 20 აპრილი.

№1355–Iს