დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელთათვის დანამატის დაწესების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1625 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019689 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1625
2015 წლის 2 4 ივლისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელთათვის დანამატის დაწესების შესახებ
1. „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 იანვრის №102 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს საფინანსო წლის განმავლობაში დაუწესდეს დანამატი თვეში 1800 (ერთი ათას რვაასი) ლარის ოდენობით.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს მიეცეს უფლება, სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამშრომლებზე საფინანსო წლის განმავლობაში გასცეს დანამატი.
3. დანამატის წლიური მოცულობა განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოებისათვის წლის განმავლობაში გაწეული საკასო ხარჯის არაუმეტეს 35%-ით.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელზე დანამატი არ გაიცემა მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში. დანამატი ასევე არ გაიცემა, თუ თანამშრომლის შვებულება ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდი ერთი კალენდარული თვის განმავლობაში აღემატება 15 კალენდარულ დღეს.
5. განკარგულების პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული დანამატი გაიცეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისათვის ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამშრომლებზე პრემია არ გაიცემა.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები