დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „რუსთავის რაიონში, თბილისი-წითელი ხიდის ტრასის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული 87408 კვ.მ მიწის ნაკვეთის; თბილისი-წითელი ხიდის ტრასის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობის და მასზე დამაგრებული 5460 კვ.მ მიწის ნაკვეთის; დოსააფის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობის და მასზე დამაგრებული 46760 კვ.მ მიწის ნაკვეთის და დოსააფის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობის და მასზე დამაგრებული 81240 კვ.მ მიწის ნაკვეთის აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 22 მაისის №1-1/763 ბრძანებისგან განსხვავებული პირობის დადგენის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1619 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019670 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1619
2015 წლის 23 ივლისი
ქ. თბილისი
„რუსთავის რაიონში, თბილისი-წითელი ხიდის ტრასის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული 87408 კვ.მ მიწის ნაკვეთის; თბილისი-წითელი ხიდის ტრასის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობის და მასზე დამაგრებული 5460 კვ.მ მიწის ნაკვეთის; დოსააფის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობის და მასზე დამაგრებული 46760 კვ.მ მიწის ნაკვეთის და დოსააფის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობის და მასზე დამაგრებული 81240 კვ.მ მიწის ნაკვეთის აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 22 მაისის №1-1/763 ბრძანებისგან განსხვავებული პირობის დადგენის თაობაზე
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს „რუსთავის რაიონში, თბილისი-წითელი ხიდის ტრასის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული 87408 კვ.მ მიწის ნაკვეთის; თბილისი-წითელი ხიდის ტრასის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობის და მასზე დამაგრებული 5460 კვ.მ მიწის ნაკვეთის; დოსააფის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობის და მასზე დამაგრებული 46760 კვ.მ მიწის ნაკვეთის და დოსააფის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობის და მასზე დამაგრებული 81240 კვ.მ მიწის ნაკვეთის აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 22 მაისის №1-1/763 ბრძანების მე-4 პუნქტით გათვალისწინებულისაგან (თბილისი-წითელი ხიდის ტრასიდან ავტობაზრობასთან მისასვლელი გზის (სიგრძით 850 მ და სიგანით 20 მ) მოწყობა თანამედროვე სტანდარტებით) განსხვავებული შემდეგი საპრივატიზებო პირობა:
„თბილისი-წითელი ხიდის ტრასიდან ავტობაზრობასთან მისასვლელი გზის მოწყობა.“.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები