დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1618 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019669 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1618
2015 წლის 23 ივლისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ:
ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, 2015 წლის 13-14 ივნისს, ქალაქ თბილისში ძლიერი წვიმით გამოწვეული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოებისა და საექსპერტო მომსახურებისათვის საჭიროა დამატებით 17 800 000 (ჩვიდმეტი მილიონ რვაასი ათასი) ლარის გამოყოფა, დანართის შესაბამისად;
ბ) 2015 წლის 13-14 ივნისს, ქალაქ თბილისში ძლიერი წვიმით გამოწვეული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისათვის, მიმდინარე წლის 14 ივნისის საქართველოს მთავრობის №1229 განკარგულებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს გამოეყო 10 000 000 (ათი მილიონი) ლარი.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან შესაბამისი სამუშაოების ჩატარება ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებებისათვის საჭირო რესურსის მოსაძიებლად;
ბ) „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის საჭირო სახსრების გამოყოფა არა უმეტეს 17 800 000 (ჩვიდმეტი მილიონ რვაასი ათასი) ლარისა, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მოძიებული რესურსის გათვალისწინებით.
3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლება მიეცეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები