დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1616 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019667 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1616
2015 წლის 23 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის სტრატეგიითა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმით განსახორციელებელი ღონისძიებების ფარგლებში, არაქართულენოვანი გაზეთების: „ვრასტანისა“ და „გურჯისტანის“ ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს გამოუყოს 120 000 (ას ოცი ათასი) ლარი, მათ შორის:
ა) გაზეთ „ვრასტანის“ ფინანსური მხარდაჭერისათვის − 60 000 (სამოცი ათასი) ლარი;
ბ) გაზეთ „გურჯისტანის“ ფინანსური მხარდაჭერისათვის − 60 000 (სამოცი ათასი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები