„შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალურ ფონდსა და საქართველოს შორის“ ჩარჩო ხელშეკრულების მოწონების თაობაზე

  • Word
„შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალურ ფონდსა და საქართველოს შორის“ ჩარჩო ხელშეკრულების მოწონების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1612
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019664
  • Word
1612
23/07/2015
ვებგვერდი, 14/08/2015
000000000.00.003.019664
„შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალურ ფონდსა და საქართველოს შორის“ ჩარჩო ხელშეკრულების მოწონების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1612

2015 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

 „შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალურ ფონდსა და საქართველოს შორის“ ჩარჩო ხელშეკრულების მოწონების თაობაზე

„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად:

1. მოწონებულ იქნეს „შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალურ ფონდსა და საქართველოს შორის“ ჩარჩო ხელშეკრულების (შემდგომში − ხელშეკრულება) პროექტი.

2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს, მიენიჭოს უფლებამოსილება, საქართველოს სახელმწიფოს სახელით, ხელი მოაწეროს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებას.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი