დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შპს „ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოსა“ და ა(ა)იპ −იმერეთის მედიცინის განვითარების ცენტრისათვის მოძრავი ქონების უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1609 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019661 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1609
2015 წლის 23 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შპს „ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოსა“ და ა(ა)იპ −იმერეთის მედიცინის განვითარების ცენტრისათვის მოძრავი ქონების უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №116 დადგენილებით დამტკიცებული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ პროგრამის („C ჰეპატიტის“ სკრინინგისა და ღვიძლის დაავადებათა დიაგნოსტიკისათვის აპარატურის შესყიდვა“) კომპონენტის ფარგლებში შესყიდული, ამ განკარგულების დანართით განსაზღვრული ულტრაბგერითი აპარატი „EPIQ 7G“ უსასყიდლოდ, 5 წლის ვადით, თხოვების ფორმით გადასცეს შპს „ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოსა“ (ს/კ 21999009) და ა(ა)იპ − იმერეთის მედიცინის განვითარების ცენტრს (ს/კ 412700965), C ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირების დაავადების პრევენციაზე, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს ქონების გადაცემის მიზნით ხელშეკრულების და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები