სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1604
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019656
  • Word
1604
23/07/2015
ვებგვერდი, 14/08/2015
000000000.00.003.019656
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1604

2015 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 63 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონება უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეთ ამ განკარგულების დანართში მითითებულ ფიზიკურ პირებს.

2. საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა)     ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული ფიზიკური პირები ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არ უნდა სარგებლობდნენ ან ფლობდნენ რაიმე საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართობს, მოპოვებულს მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გარდა ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონებისა;

ბ)    ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებულ ფიზიკურ პირებს აღარ წარმოეშობათ უფლება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, მოითხოვონ სახელმწიფოსგან, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისაგან ან სხვა პირისაგან რაიმე სახის კომპენსაცია ან უძრავი ნივთის საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. შემძენის მიერ ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემდგომ გასხვისებაზე თანხმობა გაცემულად ითვლება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ. შემძენის მიერ განკარგულებით გათვალისწინებული უძრავი ქონების გასხვისებისას ახალ შემძენზე არ გადადის ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობები.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელონ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი