სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „შერვეიაგროსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „შერვეიაგროსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1603
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019655
  • Word
1603
23/07/2015
ვებგვერდი, 12/08/2015
000000000.00.003.019655
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „შერვეიაგროსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1603

2015 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „შერვეიაგროსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელში მდებარე, დანართ №1-ში მითითებული 11 (თერთმეტი) ერთეული (ჯამში − 40.1178 ჰა) სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 80 232 (ოთხმოცი ათას ორას ოცდათორმეტი) ლარის გადახდის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადაეცეს შპს „შერვეიაგროს“ (ს/კ №416319415).

2. საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 22 (ოცდაორი) თვის განმავლობაში პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით:

ბ.ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ნივთების არანაკლებ 80% ფართობზე მრავალწლიანი ნარგავების გაშენება და ამავე მიზნით აგროტექნიკის შეძენა;

ბ.ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ნივთებზე ან/და მის ნაწილზე ინფრასტრუქტურის (მათ შორის, საირიგაციო სისტემის, შიდა გზების, დამცავი მესრის) მოწყობა;

ბ.გ) ამ პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, არანაკლებ 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;

გ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ნივთებზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) წლის განმავლობაში, ყოველი წლის დეკემბრის თვეში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ინფორმაციის წარდგენა ამ განკარგულების დანართი №2-ის შესაბამისად;

დ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ნივთებზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) წლის განმავლობაში, 5 (ხუთი) წელიწადში ერთხელ, ნიადაგის ნაყოფიერებისა და ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესების გამოკვლევის მიზნით ნიადაგის ანალიზის დამადასტურებელი დოკუმენტის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის წარდგენა.

3. შპს „შერვეიაგრო“ ვალდებულია, ამ განკარგულების მეორე პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამავე განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის თანხის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი