,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 14/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/08/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.016321
23
14/08/2015
ვებგვერდი, 17/08/2015
280120000.22.026.016321
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება  №23

2015 წლის 14 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე  და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში (სსმ III, 2007 წ., №134, მუხ.1467) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების 27 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,27. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეებს და სამოქალაქო პირებს, რომელთა კატეგორიებსა და თანამდებობების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად ეძლევათ დანამატი იმავე აქტით განსაზღვრული ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1500 ლარისა.

შენიშვნა: აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული დანამატი არ ვრცელდება ბრძანების  191-194 პუნქტებით განსაზღვრულ პირთა წრის მიმართ.“.

2. ბრძანების მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,15. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს საბრძოლო დავალების, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და სამაგალითო დისციპლინისათვის, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს საბრძოლო დავალების სანიმუშოდ შესრულებისათვის წლიური საბიუჯეტო კანონით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ,,მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების“ მუხლით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, შეიძლება მიეცეთ ფულადი ჯილდო და/ან პრემია, აგრეთვე ერთჯერადი დახმარება. ფულადი ჯილდო გაიცემა ,,სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №615 დადგენილებით დამტკიცებული წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში და გათვალისწინებული ოდენობით, ხოლო პრემია ან ერთჯერადი დახმარება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ოდენობით.“

3. ბრძანებას დაემატოს 191,192 , 193 და 194 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„191. საბრძოლო მორიგეობაში (განწესში) მყოფ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით  ეძლევათ დანამატი საბრძოლო მორიგეობაში (განწესში) ყოფნის ყოველი ერთი საათისთვის  ერთი ლარის ოდენობით.

192. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს და სამოქალაქო პირებს, რომლებიც ,,პრაქტიკულ ფრენებზე დაშვებისათვის ყოველწლიური შემოწმების შედეგების საფუძველზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრებიან  ეკიპაჟების მეთაურებად ან მეორე მფრინავებადб ან  უპილოტო საფრენი აპარატების მფრინავებად და ახორციელებენ პრაქტიკულ ფრენებს საჰაერო ხომალდზე ან საფრენოსნო სიმულატორზე, ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი შემდეგი ოდენობით:

ა) თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების ეკიპაჟების მეთაურებს – წოდებრივი/თანამდებობრივი სარგოს 70%-ის ოდენობით;

ბ) თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების მეორე მფრინავებს და  უპილოტო საფრენი აპარატების მფრინავებს  წოდებრივი/თანამდებობრივი სარგოს 50%-ის ოდენობით.

193. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს და სამოქალაქო პირებს, რომლებიც ახორციელებენ პრაქტიკულ ფრენებს საჰაერო ხომალდზე ან საფრენოსნო სიმულატორზე  ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი შემდეგი წესით:

ა) თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების შტურმანებს  წოდებრივი/თანამდებობრივი სარგოს 50%-ის ოდენობით;

ბ) თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების ბორტინჟინრებს (ბორტტექნიკოსებს, ბორტმექანიკოსებს)  წოდებრივი/თანამდებობრივი სარგოს 30 % ოდენობით.

194. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს და სამოქალაქო პირებს, რომლებიც არიან  თვითმფრინავების, შვეულმფრენების და უპილოტო საფრენი აპარატების ინჟინრები და ტექნიკოსები ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი  წოდებრივი/თანამდებობრივი სარგოს 5%-ის ოდენობით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავდაცვის მინისტრითინათინ ხიდაშელი