დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 1 ნოემბრის №168/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 99/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/08/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.017005 |
|
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 1 ნოემბრის №168/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 1 ნოემბრის №168/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 05.11.2013წ., 430210000.22.022.016688) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების:
1. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ პ3“ ქვეპუნქტი: ,,პ3) სამინისტროს სისტემის (გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებისა) სტრატეგიული განვითარების გეგმის (სამოქმედო გეგმების ჩათვლით) შემუშავების უზრუნველყოფა და კოორდინაცია, პროგრამების და პროექტების განხორციელების პროცესში გამოკვეთილი პრობლემების და დაბრკოლებების იდენტიფიცირება, აღწერა, ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან კოორდინაციის გზით;“. 2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ“ ქვეპუნქტი: ,,დ) სტრატეგიული დაგეგმვის და ანალიზის სამმართველო.“. 3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; 4. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის უფლებამოსილებას ახორციელებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.“. 5. მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს; 6. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.“. 7. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. საქმისწარმოების სამმართველოს მოხელეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმისწარმოების სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, უფლებების განხორციელებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.“. 8. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. კვლევებისა და შეფასებების სამმართველოს მოხელეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კვლევებისა და შეფასებების სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, უფლებების განხორციელებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.“. 9. მე-13 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 მუხლი: ,,მუხლი 14 1. სტრატეგიული დაგეგმვის და ანალიზის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) სამინისტროს სისტემის (გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებისა) სტრატეგიული განვითარების გეგმის (სამოქმედო გეგმების ჩათვლით) შემუშავების უზრუნველყოფა და კოორდინაცია; ბ) სამინისტროს სისტემაში (გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებისა) სტრატეგიის განხორციელების წლიური ანგარიშის მომზადება; გ) პროგრამების და პროექტების განხორციელების პროცესში გამოკვეთილი პრობლემების და დაბრკოლებების იდენტიფიცირება, აღწერა, ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან კოორდინაციის გზით; დ) სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების სტრატეგიის დოკუმენტებთან შესაბამისობის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება; ე) სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების და პროგრამების შედეგების ანალიზი, სამინისტროს პრიორიტეტებთან მათი თავსებადობის დადგენა და სხვადასხვა სახის ინიციატივების შეფასება; ვ) განათლების და მეცნიერების სფეროში სტრატეგიული დაგეგმვის შესახებ ინფორმაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების ხელშეწყობა, ეფექტური მექანიზმის შემუშავება მისი პრაქტიკაში დანერგვის და გაძლიერების/შენარჩუნების მიზნით; ზ) სხვა უწყებების მიერ შემუშავებული სტრატეგიის დოკუმენტების, დაკავშირებული პროგრამების, პროექტების, ინიციატივების დამუშავება და ანალიზი; თ) სამინისტროს სტრატეგიის შესაბამისად წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება; ი) განათლების სისტემის საინფორმაციო პორტალის „Infoshere” მოდერაცია. 2. სტრატეგიული დაგეგმვის და ანალიზის სამმართველოს მოხელეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტრატეგიული დაგეგმვის და ანალიზის სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, უფლებების განხორციელებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები