სს 'ქუთაისის რძის კომბინატის' განცხადება აქციონერთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

  • Word
სს 'ქუთაისის რძის კომბინატის' განცხადება აქციონერთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სს "ქუთაისის რძის კომბინატი"
მიღების თარიღი 07/08/2015
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
07/08/2015
ვებგვერდი, 07/08/2015
სს 'ქუთაისის რძის კომბინატის' განცხადება აქციონერთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
სს "ქუთაისის რძის კომბინატი"

განცხადება

სს „ქუთაისის რძის კომბინატის“ აქციონერთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

 

სს „ქუთაისის რძის კომბინატის“ სამეთვალყურეო საბჭო იწვევს საზოგადოების რიგგარეშე საერთო კრებას, რომელიც ჩატარდება 2015 წლის 31 აგვისტოს, 12 საათზე, ქ. ქუთაისი, ნიკეას ქ. №16-ში, საზოგადოების ოფისში. საერთო კრების სააღრიცხვო დღედ განისაზღვრა 2015 წლის 30 ივლისი .

დღის წესრიგი:

1. სს „ქუთაისის რძის კომბინატის“ ფუნქციონირებისა და მუშაობის გაგრძელება.

2. ყველა აქციონერის მიერ მუშაობის გაგრძელების გეგმა -გრაფიკის წარმოდგენა.

3. სს „ქუთაისის რძის კომბინატის“ აქციონერის დავით ფურცელაძის მოთხოვნის განხილვა.

4. სს „ქუთაისის რძის კომბინატის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და წევრების ახალი კანდიდატურების განხილვა.

5. სს ქუთაისის რძის კომბინატის“ დირექტორის კანდიდატურის წამოყენება და განხილვა.

6. სს „ქუთაისის რძის კომბინატის“ ინვენტარიზაციის ჩატარება. კომისიის შექმნა ინვენტარიზაციისათვის.

7. სხვა.

საზოგადოების აქციონერებს შეუძლიათ შეამოწმონ კრებაში მათი მონაწილეობის უფლება კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში საზოგადოების აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს სს „კავკასრეესტრი“, მდებარე: ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზ. №74ა.